საქართველოს ფეხბურთის ნაკრების პოზიცია ფიფას რეიტინგში გაუარესდა

რეიტინგში საქართველოს ნაკრები ჰონდურასისა და სალვადორის გუნდებს შორის განთავსდა.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში ერთი პოზიციით დაქვეითდა და 77-ე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრების აქტივში 1.312,45 ქულაა და ამ მაჩვენებლით ის ჰონდურასსა (1.313,8) და სალვადორს (1.306,14) შორის განთავსდა.
ოქტომბერში ფიფას ბოლო რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი ჩაატარა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში. აქედან ერთი მატჩი - შოტლანდიასთან თამაში 2:2 დაამთავრა, ხოლო ესპანეთთან 1:3 წააგო.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის С დივიზიონის პლეი-ოფის ყველაზე ძვირადღირებული გუნდია>>
ფიფას რეიტინგის (მამაკაცთა შორის) ლიდერთა შორისაა არგენტინის, საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებები.