თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების რიცხვი ერთ წელიწადში 4%-ით გაიზარდა, ხუთ წელიწადში - 34,6%-ით, ნათქვამია შსს-ს მასალებში.
სულ საქართველოში წლის პირველ ცხრა თვეში დაფიქსირებულია 412 მსგავსი დანაშაული, ეს ანალოგიურ პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ხუთ წელიწადში.
სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები ბოლო 5 წელიწადში
წელი | სექსუალური ხასიათის დანაშაულების რაოდენობა | გაუპატიურებების რაოდენობა |
2023 | 412 | 154 |
2022 | 396 | 137 |
2021 | 395 | 133 |
2020 | 265 | 79 |
2019 | 306 | 93 |
ამასთან, 2023 წლის ცხრა თვეში გაუპატიურების შემთხვევების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,4%-ით გაიზარდა და სამ კვარტალში 154 შემთხვევა შეადგინა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაუპატიურების შემთხვევების ზრდამ 94,9% შეადგინა. ამავდროულად, ხუთი წლის განმავლობაში გახსნილი საქმეების რაოდენობა 33-35%-დან 70%-მდე გაიზარდა.
იმ პირთა რაოდენობა, ვინც სექსუალური დანაშაულისთვის პასუხისგებაშია მიცემული, 2023 წლის პირველ ცხრა თვეში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64,8%-ით გაიზარდა და 239 ადამიანი შეადგინა.
ამავდროულად, სამართალდამცავებმა 2023 წელს მხოლოდ გაუპატიურებისთვის ბრალი 80 ადამიანს წაუყენეს.