ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ფინალს „დინამო არენაზე" გამართავს

საქართველო 26 მარტს პლეი-ოფის ფინალს უმასპინძლებს - გამარჯვებული 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ძირითად სტადიაზე გავა.
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგის გუნდის დამარცხების შემთხვევაში, ფინალურ თამაშს საკუთარ მოედანზე გამართავს.
ევროპის 2024-ის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრა 23 ნოემბერს ჩატარდა. ცერემონია შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გაიმართა.
პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩები 2024 წლის 21 მარტს გაიმართება, საქართველო ლუქსემბურგს უმასპინძლებს, საბერძნეთი კი ყაზახეთს.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ლუქსემბურგს კვარაცხელიას გარეშე დაუპირისპირდება>>>
პლეი-ოფის ფინალური შეხვედრა საქართველოში 26 მაისს გაიმართება - თამაში შეიძლება ჩატარდეს როგორც თბილისში, ისე ბათუმში.
ლუქსემბურგთან დაგეგმილ მატჩს საქართველოს ნაკრები თავისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაატარებს - კვარაცხელია მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს. მოწინააღმდეგის დამარცხების შემთხვევაში, კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს 26 მარტს დაგეგმილ ფინალურ შეხვედრაში დაეხმარება.
2024 წლის ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისი-14 ივლისის პერიოდში ჩატარდება. ტურნირს გერმანიის ათი ქალაქი უმასპინძლებს.