მსოფლიო დღეს

Bloomberg: პენტაგონმა შეუმჩნევლად გაუზარდა ისრაელს სამხედრო დახმარება

Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. პენტაგონმა შეუმჩნევლად გაუზარდა ისრაელს სამხედრო დახმარება, მათ შორის ლაზერული მართვადი რაკეტები, 155 მმ-იანი ჭურვების, ღამის ხედვის სათვალეების, ბუნკერების გასანადგურებელი საბრძოლო მასალისა და ახალი სამხედრო მანქანების მიწოდებით, იუწყება Bloomberg პენტაგონის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით.
„ისრაელისთვის იარაღით დახმარება სცდება „რკინის გუმბათის“ ჩამჭრებისა და Boeing Co-ს ჭკვიანი ბომბების ფართოდ რეკლამირებულ მიწოდებებს. და ეს ხდება მაშინ, როცა ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად მოუწოდებენ ისრაელს, თავიდან აიცილოს ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი“, — წერს გამოცემა.
სააგენტოს ცნობით, დოკუმენტს ჰქვია „მოთხოვნები ისრაელის მაღალი რანგის ლიდერისგან“ და ოქტომბრის ბოლოთია დათარიღებული. მის თანახმად, იარაღი ან უკვე მიეწოდება, ან პენტაგონი მუშაობს იმაზე, რომ დახმარება აშშ-ისა და ევროპის მარაგებიდან გაგზავნოს.
ოქტომბრის ბოლოს მონაცემებით, ისრაელს უკვე მიღებული ჰქონდა 36 ათასი ჭურვი 30 მმ-იანი ქვემეხისთვის, 1800 ცალი M141 — ბუნკერების გასანადგურებლად, და მინიმუმ 3500 ღამის ხედვის მოწყობილობა.
გავრცელებული ინფორმაციით, პენტაგონის წარმომადგენელმა უარი თქვა დეტალების განხილვაზე, მაგრამ, როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ის „რამდენიმე მიმართულებას იყენებს — აშშ-ის შიდა მარაგებიდან სამრეწველო არხებამდე — რათა ისრაელს თავდაცვის საშუალებები ჰქონდეს“.
როგორც Bloomberg განმარტავს, ისრაელმა ასევე მოითხოვა 57 ათასზე მეტი 155 მმ-იანი ფუგასური საარტილერიო ჭურვი, 20 ათასი შაშხანა M4A1, 5 ათასამდე ღამის ხედვის მოწყობილობა, 3 ათასი ბუნკერსაწინააღნდეგო ხელყუმბარა M141, ასევე 400 ცალი 120 მმ-იანი ნაღმტყორცნები და 75 სამხედრო მანქანა.
გარდა ამისა, ისრაელს ასევე სურს მიიღოს 200 დრონი Switchblade 600, რომლებიც აშშ-ის არმიის შეიარაღებაში არ შედის. მწარმოებლი კომპანია AeroVironment-ის წარმომადგენელმა კი უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.
წყარო: Bloomberg