თელავი შემოდგომის მზის სხივებში: „თელავქალაქობა“ ფოტოებში

ყოველი წლის 7 ნოემბერს თელავი ქალაქის დღეს − „თელავქალაქობას“ აღნიშნავს. ამ დღესასწაულს მეორე სახელიც აქვს − „ერეკლეობა". იხილეთ „Sputnik საქართველოს“ ფოტოლენტაში, როგორ აღინიშნა დღესასწაული წელს
Sputnik
ეს ტრადიციული ხალხური დღესასწაული კახელებისთვის „თბილისობის“ ტოლფასია. ეს თარიღიცა და დღესასწაულის მეორე სახელწოდებაც იმითაა განპირობებული, რომ ეს დღე მეფე ერაკლი II-ის დაბადების დღედ მიიჩნევა.
1 / 12

თელაველები ქალაქის დღეს − „თელავქალაქობას“, სახალხო ზეიმით აღნიშნავენ.

2 / 12

დღესასწაულს მეორე სახელიც აქვს − „ერეკლეობა“, ვინაიდან 7 ნოემბერს მეფე ერეკლე მეორის, პატარა კახის დაბადების დღეც აღინიშნება.

3 / 12

ქალაქის დღეზე თელავში მთელი კახეთიდან ჩადის ხალხი. ტურისტებიც მრავლად იყრიან თავს.

4 / 12

ბავშვებისთვის იქ უამრავი გასართობია. ეს ხომ ოჯახური დღესასწაულია.

5 / 12

ყველგან ატრაქციონებია მოწყობილი, იყიდება სათამაშოები და სუვენირები.

6 / 12

წელს თელავის თეატრის შენობასთან ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

7 / 12

ბატონის ციხესთან და ერეკლეს მუზეუმის ტერიტორიაზე სახალხო დღესასწაულები და ბაზრობა იმართება.

8 / 12

გამოფენა-ბაზრობაზე ბევრი ეროვნული სუვენირის შეძენა შეიძლება.

9 / 12

აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა ჯიშის ქართული ღვინო, რომელიც ზეიმზე სხვადასხვა რეგიონებიდან ჩააქვთ მეღვინეებს.

10 / 12

ქუჩის ღია კაფეები სავსეა სტუმრებით.

11 / 12

დღესასწაულს ოჯახებითა და დიდი კამპანიებით სტუმრობენ და ერთად აღნიშნავენ ქალაქის დღეს.

12 / 12

„თელავქალაქობა“ ყველა კახელის საყვარელი დღეა, რომელსაც მოუთმენლად ელიან.