პროფესია სკოლაში - განათლების სამინისტროს ახალი პროექტი

სწავლის კურსი სკოლის დამთავრებისთვის დასრულდება და მოსწავლეები თავად აირჩევენ - იმუშაონ პროფესიით თუ უმაღლეს სასწავლებელში განაგრძონ სწავლა.
Sputnik
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს 50 სკოლის მოსწავლეები 2024 წლიდან შეძლებენ სკოლაში სწავლის დროს პროფესიის ათვისებას, განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა პარლამენტში.
საქართველოში ბოლო დროს არსებულ სისტემაში პროფესიული განათლების რეფორმასა და მის ინტეგრირებაზე მიმდინარეობს მსჯელობა. ამჟამად პროფესიული განათლება ცალკე დგას და არ უკავშირდება არც უმაღლეს და არც სასკოლო განათლებას.
„მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია და პროფგანათლების დანერგვის პილოტირება მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე იქნება 50 სკოლა… ეს ის ნიშნულია, რომელიც გვაგრძნობინებს და დაგვანახებს, თუ სად მივდივართ და რა იქნება გამოსასწორებელი დანერგვის პროცესში", - განაცხადა პაპუკაშვილმა.
იმის თაობაზე, რომ საქართველოს სკოლებში პროფესიებს შეასწავლიან, უფრო ადრე ქვეყნის განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
რატომ უნდა შეიცვალოს საქართველოში ეროვნული სასწავლო გეგმა და როგორი უნდა იყოს ის>>
წინასწარი პროექტით, მოსწავლეები მეათე კლასიდან ზოგადი განათლების საგნებთან ერთად, სურვილისამებრ, შეისწავლიან კონკრეტულ პროფესიებს. სწავლის კურსი სკოლის დამთავრების პარალელურად დასრულდება და მოსწავლეები თავად აირჩევენ, სწავლა განაგრძონ თუ პროფესიის მიხედვით იმუშაონ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს