თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობა ძალზე იშვიათი და ულამაზესი სანახაობის მოწმე გახდა - 5 ნოემბერს საღამოს ცის ჰორიზონტი წითლად განათდა.
ამ უნიკალური მოვლენის მიზეზი მზეზე 3 ნოემბერს ძლიერი აფეთქება გახდა. მან დედამიწაზე 6 ნოემბერს მოაღწია. ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა და ასეთ პოლარულ ნათებას უწოდებენ „სამხრეთის ნათებას", ასევე „ავრორას".
პოლარული ნათება
ეს მოვლენა განსაკუთრებულად კაშკაშა და ლამაზი იყო მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის. მოქალაქეებმა სოციალურ ქსელებში „ავრორის" ფოტოები გამოაქვეყნეს რაჭიდან და სვანეთიდან.
პოლარული ციალი მაგნიტურ ქარიშხლებს უკავშირდება მზის ქარის დედამიწის მაგნიტოსფეროსთან ურთიერთმოქმედების გამო. მზის ქარი დამუხტული ნაწილაკების ნაკადია, რომელსაც მზე სივრცეში აფრქვევს.
პოლარული ნათება
როდესაც მაგნიტური ქარიშხალი ხდება, დედამიწის მაგნიტური ველი მზის ქარის ნაწილაკებს გზას უხსნის, ისინი იჭრება ატმოსფეროს ღრმა ფენებში, ეჯახება მის ნაწილაკებს და ატმოსფერო ნათდება.