ჭარხალი უძველესი დროიდან არის ცნობილი – ბაბილონში ჭარხლის ფოთოლს საკვებში იყენებდნენ, ხოლო ძირხვენას - სამკურნალო მიზნით. ძველი ბერძენი მწერალი თეოფრასტე მცენარის აღწერისას ჭარხალს ახსენებს, როგორც ღმერთ აპოლონისთვის ძღვნად მირთმეულ ბოსტნეულს.
ძველმა ხალხმა იცოდა ამ მცენარის სამკურნალო თვისებების შესახებ და აფასებდა მას.
ჭარხლის კალორიულობა და შემადგენლობა
ჭარხლის კალორიულობა მის სახეობაზეა დამოკიდებული. ყველაზე გავრცელებული ჭარხლის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე საშუალოდ 43 კკალორიაა.
ჭარხალი თავისი შემადგენლობის წყალობით ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და, ამავდროულად, ხელმისაწვდომი ბოსტნეულია. ჭარხალი შეიცავს: ვიტამინებს - A, B1, B2, B5, B6, B9, C, PP; ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს - კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, თუთია, სპილენძი, მანგანუმი, რკინა, იოდი, ბორი, ვანადიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, გოგირდი და სხვ. ლიმონის, მჟაუნისა და ვაშლის მჟავებს; ამინომჟავებს. გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას, პექტინებს; უჯრედისს.
ჭარხლის სასარგებლო თვისებები
ჭარხლის სასარგებლო თვისებები, მისი განსაკუთრებული კვებითი ღირებულება ორ მომენტს უკავშირდება – შემადგენელი ელემენტების უნიკალური ნაკრები, რომელიც სხვაგან არსად გვხვდება, და დიდი რაოდენობით ნივთიერებები, რომლებიც ტემპერატურული დამუშავების დროს არ ირღვევა.
. ჭარხალი სასარგებლოა, როგორც გულისა და სისხლძარღვების დაავადებების პროფილაქტიკური საშუალება, ის მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში, აბრკოლებს ლეიკემიისა და ანემიის გაჩენას.
. პოლივიტამინური საშუალებების არარსებობის დროს ჭარხლითა და მისი წვენით მკურნალობდნენ სურავანდსა და ავიტამინოზს.
. ჭარხალი გამოიყენება, როგორც ორგანიზმის გამწმენდი და კუჭში გამხსნელი საშუალება.
. უჯრედისი და საკვები ბოჭკოები, რომლებიც საკმაოდ დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი როგორც უმ, ისე მოხარშულ ჭარხალში, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს ორგანიზმს.
. ჭარხალი წმენდს ღვიძლს, თირკმელებსა და სისხლძარღვებს.
. წყალში გაზავებული ჭარხლის წვენით მკურნალობენ სურდოს (იწვეთებენ ნესტოებში დღეში რამდენჯერმე).
. წვრილად გახეხილი ჭარხალი შველის კანის ანთებას, მცირე ზომის სიმსივნეებს – ჭარხალი ონკოდაავადებულებებისთვის კვების აუცილებელ პროდუქტად მიიჩნევა რეაბილიტაციის პერიოდში.
. ჭარხალი აწესრიგებს არტერიულ წნევას, ამდენად, ის ძალზე მნიშვნელოვანი ბოსტნეულია ჰიპერტონიით დაავადებულებისთვის.
. ჭარხალი ხორციანი ბორშჩის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ნაბახუსევზე.
. ჭარხალი ებრძვის დეპრესიას.
. ჭარხალი, ფოლიუმის მჟავის შემცველობის წყალობით, აუცილებელია ორსულებისთვის, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, რადგან ის ხელს უწყობს ჩანასახის ნერვული სისტემის განვითარებას.
. ჭარხალი, იოდის შემცველობის გამო, განსაკუთრებით სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის იოდის დეფიციტით დაავადებულებებისთვის და ასევე ათეროსკლეროზის დროს.
. ამას გარდა, ჭარხალი დაბალკალორიული პროდუქტია, ის გასახდომი დიეტების დროს აქტიურად გამოიყენება.
ჭარხლის მიღება უნდა აიკრძალოს ან შეიზღუდოს:
ოსტეოპოროზის დროს – ჭარხალი ხელს უშლის კალციუმის ათვისებას.
შაქრიანი დიაბეტის დროს – ჭარხალი ტკბილი ბოსტნეულია, ის დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს.
შარდკენჭოვანი დაავადებების დროს – რადგან ჭარხალი შეიცავს მჟაუნმჟავას.
ქრონიკული აშლილობის დროს – ჭარხალს აშკარად გამოხატული გამხსნელი ეფექტი აქვს.
ჭარხალმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგია.
გაითვალისწინეთ:
ჭარხლის წვენი გამოწურვისთანავე არ მიიღოთ, ამან, შესაძლოა, სისხლძარღვების სპაზმი გამოიწვიოს. ის რამდენიმე საათი უნდა გააჩეროთ, ჯობს მაცივარში, ხოლო შემდეგ მიიღოთ ან სუფთა სახით, ან სტაფილოს, კიტრის ან ნიახურის წვენთან ერთად.