თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა შესწორებებს კანონში „მაუწყებლობის შესახებ“, რომელმაც კამათი გამოიწვია მმართველ პარტიოა „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოსა“ და ოპოზიციას შორის, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 19 ოქტომბერს დაამტკიცა. ის ითვალისწინებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სიძულვილის ენის გამოყენების გასაჩივრებას.
მედიის გადაწყვეტილების გასაჩივრება იქნება შესაძლებელი სააპელაციო ორგანოში, რომელშიც შედიან მხოლოდ მედიის წარმომადგენლები და არ შეიძლება იყონ თანამდებობის პირები და პარტიის წევრები.
შემდგომში, უკვე სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვის დარღვევის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისიას ექნება უფლება განიხილოს სანქციების საკითხი დარღვევის სიმძიმის მიხედვით.
როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კანონპროექტის ტექსტი ევროკავშირის შესაბამის ორგანოში გაგზავნეს და პარლამენტში წარადგინეს მათი დადებითი შეფასების შემდეგ.
ოპოზიციის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ხელისუფლებას შეუძლია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გამოყენება, როგორც მისთვის მიუღებელი მასმედიის დახურვის ბერკეტი.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები აკმაყოფილებს სტანდარტებს და შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას.
ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ეროვნულ რეგულატორთან იმუშავებს, რათა დარწმუნდეს, რომ ეს ორგანო სრულიად დამოუკიდებელია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
რას ითვალისწინებს კანონი
მედიაში სიძულვილის ენის აკრძალვა 2022 წელს შემოიღეს. კანონი კრძალავს ისეთი გადაცემის ან რეკლამის გავრცელებას, რომელიც შეიცავს ძალადობის ან სიძულვილის (სიძულვილის ენა) წაქეზებას პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული იდენტობის, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრებების, ეროვნული უმცირესობის კუთვნილების, ქონების, დაბადების ადგილისა ან ასაკის ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის კონტექსტიდან გამომდინარე და სიძულვილის ენის გავრცელების განზრახვა არ ვლინდება.
ამავდროულად, კანონი პირდაპირ ნათქვამია, რომ პროგრამა ან რეკლამა არ შეიძლება აღიარებულ იქნეს სიძულვილის ენის შემცველად ამ პუნქტის მიხედვით მხოლოდ მისი შეურაცხმყოფელი ან კრიტიკული შინაარსის გამო.
ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ პარლამენტის მიერ დამტკიცებული წესების მიხედვით, მედიას მოეთხოვება ქცევის კოდექსის შესაბამისად შექმნას თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც განიხილავს საჩივრებს მედიის მიერ აკრძალვების დარღვევის შესახებ.
მედიის გადაწყვეტილების გასაჩივრება იქნება შესაძლებელი სააპელაციო ორგანოში, რომელშიც შედიან მხოლოდ მედიის წარმომადგენლები და არ შეიძლება იყონ თანამდებობის პირები და პარტიის წევრები.
შემდგომში, უკვე სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვის დარღვევის საკითხთან დაკავშირებით, შესაძლებელი იქნება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. კომისიას ექნება უფლება განიხილოს სანქციების საკითხი დარღვევის სიმძიმის მიხედვით.
ამასთან, კომისიას არ შეეხება პროფესიულ სტანდარტებთან და ეთიკის ნორმებთან დაკავშირებული დარღვევები.