„ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება. მიხარია, რომ ამ მხრივ პოზიტიური ძვრებია, რათა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწეროს. იმედი მაქვს, რომ ეს რაც შეიძლება მალე განხორციელდება, რადგან ჩვენი რეგიონის საერთო ინტერესია, რეგიონი იყოს მშვიდობისა და უსაფრთხოების სივრცე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„ეს ყოველთვის სხვადასხვა ფორმატსა და დონეზე ხდებოდა. საქართველო თითქმის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მიმართაც ორივე ქვეყანას აბსოლუტური ნდობა აქვს, რადგან ჩვენ იმ კონფლიქტის პერიოდში, რომელიც ამ რეგიონში მიმდინარეობდა, სხვათა შორის, ყველა ხელისუფლებამ დავადასტურეთ, რომ ჩვენ ამ კონფლიქტის მიმართ სრულ ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
„დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიური როლის გამოყენება მნიშვნელოვანი იქნება როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანისთვის. საქართველო, როგორც ძირითადი დამაკავშირებელი რეგიონში, ამ პოზიციებს უფრო იმყარებს. 2000-მდე დელეგატის მონაწილეობით კონფერენციაც სწორედ იმას ადასტურებს, რომ საქართველო ბევრი მიმართულებით რეგიონული ცენტრი ხდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.