ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებმა სხვადასხვანაირი არშიყი იციან. ზოგისთვის ეს ხანმოკლე გართობაა, ზოგს შეუძლია უბრალო „ინტრიგა" ხანგრძლივ კავშირად აქციოს, ზოგს გული მალევე უცივდება, როგორც კი სასურველს მიაღწევს...
ვერძი
ვერძებმა კარგად იციან, რა უნდათ და როგორ უნდა მიაღწიონ საწადელს. ისინი ბუნებით ლიდერები არიან, ამიტომ დაუყოვნებლივ იწვევენ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს. მათ დამატყვევებელი მზერა აქვთ და მიზნისკენ ისე მიიწევენ, რომ საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას ბარიერებს. სიყვარულში ისინი დამპყრობლები არიან, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაიპყრობენ ინტერესის საგანს, საკმაოდ მალე შეიძლება „ჩაცხრნენ".
ნიშნები, რომლებიც ვერძს საერთოდ არ დააინტერესებს: კურო, სასწორი, თხის რქა.
ნიშნები, რომლებიც ვერძს ხანმოკლე ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: ვერძი, კირჩხიბი, მორიელი.
ნიშნები, რომლებიც ვერძს ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: ლომი, მშვილდოსანი, მერწყული.
კურო
კურო ჭეშმარიტი რომანტიკოსია, თანაც, ვენერას გავლენით, საკმაოდ მგრძნობიარე. საკმაოდ გონებამოკრებილნი და მშვიდნი არიან, თუმცა აჯობებს, თუ მათ მოთმინებას არავინ გამოცდის – მათი სიმბოლო ტყუილად კი არ არის ხარი. კუროებს ცდუნების თავიანთი ნატიფი დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ თუ დაინახეს, რომ მათი პარტნიორი საერთოდ არ შეესატყვისება მათ იდეალს, ძლიერ იმედგაცრუებული რჩებიან. ამ იმედგაცრუებამ დეპრესიაც შეიძლება გამოიწვიოს.
ნიშნები, რომლებიც კუროს საერთოდ არ დააინტერესებს: ტყუპი, ლომი, მშვილდოსანი.
ნიშნები, რომლებიც კუროს ხანმოკლე ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: ვერძი, ქალწული, მორიელი.
ნიშნები, რომლებიც კუროს ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: თხის რქა, სასწორი, თევზები, კირჩხიბი.
ტყუპი
ტყუპი ძალზე არაპროგნოზირებადი ნიშანია, ამ ნიშნის წარმომადგენლებს თავიანთი ემოციების ამოცნობა თვითონაც უჭირთ. მათ, პირველ რიგში, აინტერესებთ საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანები. ამიტომ სწორედ მოაზროვნე ადამიანებთან იწყებენ ფლირტს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ტყუპები ყველაფერს და მათ შორის, სიყვარულსაც მსუბუქად უყურებენ, ანუ მათთვის სიყვარული ხშირად ერთგვარი თამაშია.
ნიშნები, რომლებიც ტყუპს საერთოდ არ დააინტერესებს: თევზები, კურო, კირჩხიბი.
ნიშნები, რომლებიც ტყუპს ხანმოკლე ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: ლომი, ქალწული, მორიელი.
ნიშნები, რომლებიც ტყუპს ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: მერწყული, სასწორი, ვერძი.
კირჩხიბი
კირჩხიბები ერთგულებითა და თავდადებით გამოირჩევიან, განსაკუთრებით, სიყვარულის საკითხებში. შეუძლიათ თავიანთი „გაღმერთების ობიექტის" უკიდურესობამდე იდეალიზება. არიან ძალზე ცნობისმოყვარენი, მაგრამ ამან შეიძლება ადამიანები გააღიზიანონ. ჭეშმარიტი სიყვარულის გარეშე ისინი ურთიერთობებში ხშირად რჩებიან იმედგაცრუებულნი და ნამდვილი გრძნობების ძებნას იწყებენ.
ნიშნები, რომლებიც კირჩხიბს საერთოდ არ დააინტერესებს: ტყუპი, მშვილდოსანი, მერწყული.
ნიშნები, რომლებიც კირჩხიბს ხანმოკლე ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: ლომი, თევზები, თხის რქა.
ნიშნები, რომლებიც კირჩხიბს ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: კურო, ქალწული, თევზები.
ლომი
ლომის ფლირტზე გაუთავებლად საუბარი და უსასრულოდ წერა შეიძლება. ასეთი უპირატესობა სხვა არცერთ ნიშანს არა აქვს. მათ ტყუილად არ უწოდებენ ჯუნგლების მეფეს. ლომებს ვერავინ შეედრება - ასეთია მათი ბუნება. არიან ძლიერი, ეგოისტი ადამიანები, აქვთ უნარი, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ადვილად იპოვონ საერთო ენა. როცა სიყვარულზეა ლაპარაკი, არიან ვნებიანი, მგზნებარე, დრამატული. ისიც მართალია, რომ დაწყებული ბოლომდე მიჰყავთ, ამიტომ მათ მხოლოდ „წახემსება" არ აკმაყოფილებთ - მთელი ნადავლისკენ არიან მომართული. ლომებს უყვართ, რომ ხანმოკლე ინტრიგა უფრო ხანგრძლივ და მნიშვნელოვან ურთიერთობად აქციონ.
ნიშნები, რომლებიც ლომს საერთოდ არ დააინტერესებს: თევზები, კურო, თხის რქა.
ნიშნები, რომლებიც ლომს ხანმოკლე ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: კირჩხიბი, ქალწული, მორიელი.
ნიშნები, რომლებიც ლომს ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: კურო, ვერძი, თევზები.
ქალწული
ქალწულები მორცხვი და მართალი ადამიანები არიან. მათ ვენერა მართავს, რაც ნიშნავს, რომ ურთიერთობებს მსუბუქად ამყარებენ, ჩვეულებრივ, ვერბალურ დონეზე. არიან ცნობისმოყვარენი, ადვილად „ედებათ სიყვარულის ალი", მაგრამ, ვერძისგან განსხვავებით, სწრაფად კარგავენ ინტერესს სიახლეების მიმართ. თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, ასხივებენ სექსუალობას და ამასთან, ინტელექტუალებად რჩებიან. პარტნიორად თავის დარს - ბრძენ ადამიანს მთელი გულით ირჩევენ, აქედან გამომდინარე, ხანმოკლე ფლირტი და ურთიერთობები მათ არ იზიდავთ.
ნიშნები, რომლებიც ქალწულს საერთოდ არ დააინტერესებს: სასწორი, მშვილდოსანი, ვერძი.
ნიშნები, რომლებიც ქალწულს ხანმოკლე ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: მერწყული, ტყუპი, მორიელი.
ნიშნები, რომლებიც ქალწულს ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: კურო, კირჩხიბი, ქალწული, თხის რქა.
სასწორი
სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, სასწორები ჩანასახშივე დიდხანს "წონიან" პოტენციური ურთიერთობების პლუსებსა და მინუსებს. თავიანთ არჩევანს სწორედ ამის მიხედვით აკეთებენ. ეს მათ ანალიტიკურ გონებაზე მიუთითებს. თუ საკუთარ თავს „მწვანე შუქს" აუნთებენ, წინ გრაციოზულად მიიწევენ. თუ სასწორებმა გადაწყვიტეს, რომ მათი ინტერესის ობიექტი მომხიბლავია, მის დევნას მთელი თავიანთი მგზნებარებით დაიწყებენ. ისინი კმაყოფილებით ერთვებიან მათთვის შეთავაზებულ თამაშში. არიან მჭევრმეტყველები, ენამახვილები. უყვართ ლაპარაკი წარსულზეც, აწმყოზეცა და მომავალზეც. ჰაერის ნიშანია, მაგრამ საკმაოდ ვნებიანია.
ნიშნები, რომლებიც სასწორს საერთოდ არ დააინტერესებს: კირჩხიბი, ქალწული, თხის რქა.
ნიშნები, რომლებიც სასწორს ხანმოკლე ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: კურო, სასწორი, ვერძი.
ნიშნები, რომლებიც სასწორს ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: ტყუპი, ლომი, მერწყული.
მორიელი
მორიელები კეკლუცნი არიან და მძლავრი, იდუმალებით მოცული ვნებების ნაზავს წარმოადგენენ. მორიელი არ მალავს თავის გარეგნულ სექსუალობას და მას ოსტატურად იყენებს არშიყის დროს. ამასთან, ისინი ემოციური და ღრმა ადამიანები არიან. მათი შხამიანი კუდი - ტყუილია. მორიელის შხამი ნარკოტიკს ჰგავს, რომელიც სულ უფრო მეტი და მეტი გინდა. რა ხდის მათ ასეთ მომხიბლავსა და მაცდურს - სიტყვა? სხეულის ენა? არა მხოლოდ. უბრალოდ, მათ იციან, რა უნდათ და ყველაფერს აკეთებენ, რომ „მისია შესრულდეს". თუმცა, არაა გამორიცხული, რომ არც მოქმედების გეგმა ჰქონდეთ და არც საბოლოო მიზანი.
ნიშნები, რომლებიც მორიელს საერთოდ არ დააინტერესებს: ტყუპი, ლომი, სასწორი.
ნიშნები, რომლებიც მორიელს ხანმოკლე ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: კურო, მშვილდოსანი, ვერძი.
ნიშნები, რომლებიც მორიელს ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: თევზები, კირჩხიბი, თხის რქა.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები უზრუნველნი არიან, სპონტანურნი, უყვართ, როცა კომპანიის გული და სული არიან. არიან დღე და ღამესავით - როგორც ინი და იანი. შეუძლიათ იყვნენ უხეში და ალერსიანი. წინ მტკიცედ და დარწმუნებით მიიწევენ, რადგანაც ნახევარდ ცხენი არიან, უყვართ თავგადასავლები და შეუძლიათ, თავიანთ პარტნიორს ჩამოშორდნენ. ბოლოს და ბოლოს, მათ ხომ იუპიტერი მართავს.
ნიშნები, რომლებიც მშვილდოსანს საერთოდ არ დააინტერესებს: კირჩხიბი, ქალწული, თევზები.
ნიშნები, რომლებიც მშვილდოსანს ხანმოკლე ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: მშვილდოსანი, მორიელი.
ნიშნები, რომლებიც მშვილდოსანს ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: სასწორი, ტყუპი, ლომი.
თხის რქა
თხის რქა მიწის ნიშანია. ამ ნიშნის წარმომადგენლები გულღია, პირდაპირი, ფეხზე მყარად მდგომი ადამიანები არიან. ისინი ფლირტს მხოლოდ ინტელექტუალებთან აბამენ. თუ თხის რქა ვინმესთან არშიყობს, ეს ამ ადამიანმა ქათინაურად უნდა მიიღოს, ყურადღება უნდა მიაქციოს მისი სხეულის ენას. ისინი ბევრს ლაპარაკობენ ყოფაზე, სოციალურ სტატუსზე და ცხოვრებისეულ მიღწევებზე.
ნიშნები, რომლებიც თხის რქას საერთოდ არ დააინტერესებს: ტყუპი, ლომი, მშვილდოსანი.
ნიშნები, რომლებიც თხის რქას ხანმოკლე ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: ვერძი, კირჩხიბი, სასწორი.
ნიშნები, რომლებიც თხის რქას ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: კურო, მორიელი, ქალწული.
მერწყული
მერწყულებს უყვართ მსუბუქი არშიყი. არიან ენამახვილი და სოციალურად აქტიური. საზოგადოებაში გამოირჩევიან და არ ეშინიათ საკუთარ თავის წარდგენის. პარტნიორის მოსაზიდად ისინი წარმატებით იყენებენ საკუთარ სხეულს. არიან მოქნილები, მაგრამ თავიანთ სახეს არ კარგავენ. პატიოსანი ადამიანები არიან.
ნიშნები, რომლებიც მერწყულს საერთოდ არ დააინტერესებს: კურო, კირჩხიბი, ქალწული.
ნიშნები, რომლებიც მერწყულს ხანმოკლე ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: მორიელი, თევზები, ლომი.
ნიშნები, რომლებიც მერწყულს ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: ტყუპი, სასწორი, მშვილდოსანი.
თევზები
თევზები იდუმალი, მგრძნობიარე არსებები არიან. ადამიანებს თავიანთი სექსუალობითა და წარმოსახვის უნარით იზიდავენ. „მოგზაურობას სიყვარულში" სწორედ ისინი გეგმავენ. მიუხედავად ამისა, არიან მორცხვი და დრო სჭირდებათ, რომ პარტნიორთან გაიხსნან და როცა ეს მოხდება, ცისარტყელა მხოლოდ წვეთია ოკეანეში, ისეთი უსასრულო მოგზაურობა ელოდებათ თევზების პარტნიორებს.
ნიშნები, რომლებიც თევზებს საერთოდ არ დააინტერესებს: ლომი, ქალწული, ტყუპი.
ნიშნები, რომლებიც თევზებს ხანმოკლე ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: მერწყული, კურო, სასწორი.
ნიშნები, რომლებიც თევზებს ხანგრძლივი ურთიერთობებისთვის მიიზიდავს: კირჩხიბი, მორიელი, თხის რქა.