თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ორი წევრი აირჩია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები გახდნენ საქართველოს საერთო სასამართლოების ადმინისტრაციის სამმართველოს ყოფილი უფროსი ლევან ნემსაძე და იუსტიციის უმაღლესი სკოლის საბჭოს წევრი გიორგი კიკილაშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების საკოორდინაციო ორგანოა, რომლის მიზანი ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობაა.
კენჭისყრის დადებითად დასრულების შედეგად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყველა ადგილი შეივსო. დღემდე საბჭოში 15-დან მხოლოდ 13 ადამიანი იყო წარმოდგენილი.