„ბავშვი ცოლი არ არის“: დღეს პარლამენტთან მდუმარე აქცია გაიმართება

ორგანიზატორები ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, რომ მოწყვლადი ჯგუფები ძალადობისგან დაიცვან.
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი - Sputnik. დღეს, 15 ოქტომბერს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ მდუმარე აქცია „ბავშვი ცოლი არ არის“ გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაამბობისა“ და „რეპროდუქციული განათლების ჰაბის“ მხარდაჭერით გაიმართება.
14 წლის მოკლული გოგონას საქმე: შსს-მ ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავა >>
აქციის ორგანიზატორები დახმარებასა და მხარდაჭერას სთავაზობენ იმ ბავშვებსა და ქალებს, რომლებიც ნებისმიერი სახის ძალადობასგანიცდიან.
მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პედოფილია, ადრეული, იძულებითი ქორწინება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სექსუალური ძალადობა დანაშაულია, კანონის აღსრულება სათანადოდ არ ხდება.

„სწორედ ამიტომ, პარლამენტთან, მდუმარე აქციაზე, ორგანიზატორები და აქციის მონაწილეები მივიტანთ თოჯინებს, სანთლებსა და ყვავილებს და სიმბოლურად ვეცდებით, რომ უფრო თვალშისაცემი გავხადოთ პედოფილიის დუმილით წახალისება. ამასთანავე, მოვუწოდოთ ხელისუფლების წარმომადგენლებსა თუ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დაიცვან მოწყვლადი ჯგუფები ძალადობისაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. გოგონა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე დაკავებულები არიან მოკლული გოგონას დედა და ბიძაც. გამოძიება მათ ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
ასევეაითაჯ შახმაროვას საქმეზე, პოლიციამ კიდევ 2 პირი დააკავა - გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი.