წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
14-22 ოქტომბრის პერიოდი
14-22 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
მნიშვნელოვანი წლებია: 8, 10, 20, 30, 32, 40, 48, 50, 56, 60, 70, 74.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა იასამანი.
14-22 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ამ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს იზიდავს ფუფუნება, ცხოვრების კომფორტული პირობები, ლამაზად მოწყობილი სახლი. ხანდახან ჭეშმარიტი ფასეულობები სიყალბესა და ილუზიებში ერევათ. ისინი მუდამ უნდა მიიწევდნენ წინ, ევოლუციის გზაზე, სრულყოფილებისკენ, რათა დეპრესიაში არ ჩავარდნენ.
როგორც წესი, ამ პერიოდში დაბადებულები პუნქტუალური, გარშემომყოფების მიმართ ყურადღებიანი ადამიანები არიან, აქვთ ცხოვრებისეული მიზანი. ყოველთვის არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა, ხშირად სწყინთ და მოუთმენელნი არიან გარშემომყოფთა ნაკლოვანებების მიმართ.
14 ოქტომბერს დაბადებულები
14 ოქტომბერს დაბადებულები გარშემომყოფთა მოსაზრებაზე არიან დამოკიდებული. მათ ესაჭიროებათ მეგობრული ურთიერთობები, არ უყვართ მარტოობა. ამავე დროს, საკმაოდ თავისუფლებისმოყვარენი არიან. ასეთი წინააღმდეგობრივი თვისებები პრობლემებს უქმნის მათაც და მათ ახლობლებსაც.
14 ოქტომბერს დაბადებულები არაერთგვაროვანი ნატურები არიან. მათთან საერთო ენის გამონახვა რთულია. ისინი სასწორის ნიშნის ტიპური წარმომადგენლები არიან - თავისებური, თავისუფლებისმოყვარე. მარტოობისას უარყოფითი ფიქრები იპყრობს; მარტოხელები ხშირად დეპრესიაში ვარდებიან, რადგან ცხოვრების აზრს კარგავენ. ამ ადამიანების ყველაზე დიდი საშინელებაა, თუ ფიქრობენ, რომ მათი მოსაზრება არავისთვისაა საინტერესო.
ამ დღეს დაბადებულები განსაკუთრებული მანერებით გამოირჩევიან. უყვართ ურთიერთობები, აქვთ გამჭრიახი გონება, მდიდარი წარმოსახვა. ეს უკანასკნელი ხშირად მათ დათვურ სამსახურს უწევს, რადგან სასურველს სინამდვილედ აღიქვამენ ხოლმე.
სამსახურში არ უყვართ ავანტიურაში ჩაბმა. საეჭვო პროექტები და სარისკო საქმიანობა მათთვის არაა. აქვთ უნიკალური უნარი, მიზნისკენ უკიდურესობებს შორის მოქცეული გზა იპოვონ. მათ ხშირად იწვევენ ექსპერტების, კონსულტანტებისა და ანალიტიკოსების სახით.
გუნდურ მუშაობაში ამ ადამიანებს თავშეკავება და საკუთარი თავის კონტროლის უნარი ეხმარება. მაგრამ საკმარისია, ტყუილი დაინახონ სადმე და მაშინვე იცვლება მათი დამოკიდებულება საქმისადმი.
ჯანმრთელობა
14 ოქტომბერს დაბადებულებს ჯანმრთელობის პრობლემები, ძირითადად, უმოძრაო ცხოვრების გამო უჩნდება. მაგრამ არც ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა წაადგებათ, ამიტომ მათთვის რეკომენდებულია ყოველდღიური ზომიერი სავარჯიშოების შესრულება, ან ფეხით სეირნობა. ასევე ზომიერების დაცვა მართებთ საკვებთან მიმართებით.
რჩევა:
გახსოვდეთ, რომ დასახული მიზნების მიღწევისთვის თანამოაზრეები გჭირდებათ. ნუ დამალავთ საკუთარ ნიჭს; ნუ შეუშინდებით მარცხს.