პუტინი: რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები მშვიდია

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მეზობლებთან ურთიერთობების დიდი ინტერესი აქვს.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები მშვიდია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყირგიზეთში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი 13 ოქტომბერს დაიწყო. ღონისძიებაში მონაწილეობენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, უზბეკეთისა და თურქმენეთის ლიდერები − შავქათ მირზიიოევი და სერდარ ბერდიმუჰამედოვი.

„საქართველოში ამჟამად ურთიერთობები გვაქვს მშვიდი. მათაც დიდი ინტერესი აქვთ მეზობლებთან თანამშრომლობის“, – განაცხადა პუტინმა, იუწყება РИА Новости.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
მოვა დრო და საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება - პოლიტოლოგი>>
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ორი ფორმატით მიმდინარეობს - რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 2023 წლის 10 მაისს გაუქმდა აკრძალვა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის. ასევე გაუქმდა 2000 წელს დაწესებული სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
პუტინი: ზოგი ქვეყანა დსთ-ში ირიცხება, მაგრამ არ მუშაობს ამ ფორმატში>>
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულიდან ცალმხრივად შეწყვიტა. ამის მიზეზი გახდა მასობრივი აქციები საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.