ფეხბურთი: ევროპაში კიდევ ერთი კვარაცხელია ითამაშებს

„ვალენსიის“ ხელმძღვანელობის ყურადღება ბიჭის ძმებმაც მიიპყრეს, რომლებიც ასევე ფეხბურთს თამაშობენ.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ესპანურმა „ვალენსიამ“ 8 წლის ქართველ ფეხბურთელთან ანდრია კვარაცხელიასთან კონტრაქტი გააფორმა, იუწყება „პირველი არხი“.
ცნობილი ქართველი „ნეაპოლელის“ ხვიჩა კვარაცხელიას მოგვარე ანდრია, რომელიც ახლახან რვა წლის გახდა, რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ესპანეთში ცხოვრობს და ფეხბურთის აკადემია „380“-ში ვარჯიშობს. ამ კლუბის შემადგენლობაში ანდრია გახდა Katifa 2023-ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. ამის შემდეგ ნიჭიერი მოზარდი „ღამურების" ხელმძღვანელობამ შენიშნა და „ვალენსიის“ ახალგაზრდულ გუნდში ჩარიცხა.
გოლი, საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი - კვარაცხელიას მორიგი წარმატება >>
„ვალენსიის“ ხელმძღვანელობის ყურადღება ბიჭის ძმებმაც მიიპყრეს, რომლებიც ასევე ფეხბურთს თამაშობენ.
პირველი ქართველი კი, ვინც ესპანურ კლუბ „ვალენსიასთან“ კონტრაქტი გააფორმა, იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მეკარე გიორგი მამარდაშვილი.
მამარდაშვილი ესპანურ კლუბში იჯარის უფლებით 2021 წლის ზაფხულში გადავიდა.