„რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, როგორც ყოველთვის, ჩვენ მას, რა თქმა უნდა, სერიოზულად, დიდი ინტერესით და ყურადღებით მოვეკიდებით, განვიხილავთ თითოეულ რეკომენდაციას და ამასთან დაკავშირებით გვექნება ჩვენი არგუმენტირებული ნაბიჯები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„რაც შეეხება საბჭოს ფუნდამენტურ რეფორმას, ამაზე არაერთი კონსულტაცია გვქონდა. ვერ მოვისმინე არგუმენტირებული პასუხი, თუ რატომ უნდა განვახორციელოთ ფუნდამენტური რეფორმა, ან რას ნიშნავს ფუნდამენტური რეფორმა? იმავე ვენეციის კომისიამ 2017-2018 წლებში საქართველოს კონსტიტუციაში და „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში არსებულ საბჭოს მოდელთან დაკავშირებით დაგვიწერა დასკვნა, სადაც ვენეციის კომისია ამბობს, რომ საბჭოს კომპოზიცია, სტრუქტურა და სამართლებრივი ძალა, რაც მას გააჩნია, მისასალმებელია და უმეტესად თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.