ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობა“ არაფორმალურ მმართველობაშია ჩაფლული

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კვიპროსში გაემგზავრა საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილთან შესახვედრად.
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აფინანსებს, არაფორმალური მმართველობისა და შიდა შეთქმულების ჭაობშია ჩაფლული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი კვიპროსში გაემგზავრა საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილთან შესახვედრად. კეზერაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 5 მილიონ ევროზე მეტის გაფლანგვისთვის. „ქართული ოცნების" წევრები კეზერაშვილს ოლიგარქს უწოდებენ, რომელიც ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" კულისებიდან მართავს.

„სირცხვილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ „ბოსი“ და დამფინანსებელი დავით კეზერაშვილია, მასთან ჩადიან, რათა ინსტრუქციები მიიღონ. ეს პარტია თავიდან ბოლომდე არაფორმალური მმართველობისა და შიდა შეთქმულებების ჭაობშია ჩაფლული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ კეზერაშვილის მიმართ ევროპაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ კრიმინალური ქოლ-ცენტრების უკან კეზერაშვილი დგას.
2023 წლის აპრილის შუა რიცხვებში ამის შესახებ განაცხადა ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაცია BBC-მ. არხის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ევროპელი პენსიონერები გახდნენ თაღლითური სქემის მსხვერპლი. საუბარია მილიარდ დოლარზე მეტ თანხაზე.
„ეს ადამიანი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის გაქურდვაზეა გასამართლებული. ამასთან, იმედია, მის მიმართ ევროპაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება, რადგან ევროპელი პენსიონერების თანხებს იპარავს. ასეთია დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილი დავით კეზერაშვილს კვიპროსზე შეხვდება >>
ხაბეიშვილთან ერთად კვიპროსზე პარტიის სხვა ლიდერებიც ჩავლენ, მათ შორის, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, პოლიტსაბჭოს წევრი დავით კირკიტაძე და რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი.
განხეთქილების ნიშნები
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
დატოვებს თუ არა ნიკა მელია „ნაცმოძრაობას“ - პარტიის ყოფილი თავმჯდომარე შეხვედრებს მართავს>>
გასულ კვირაში პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში, აღნიშნა მელიამ.
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შალვა პაპუაშვილმა დასავლეთის ქვეყნებს კეზერაშვილის გადმოცემის თხოვნით მიმართა>>
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.