ფინიკი - უნიკალური პროდუქტის სასარგებლო თვისებები

ფინიკს სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებდნენ. ის ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო პრაქტიკულად ყველა აუცილებელ ელემენტს შეიცავს. ფინიკი ძალზე სასარგებლოა როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის.
Sputnik
ფინიკი, ინდისხურმა, იგივე ფენიქსი (ბერძ. phoinix (phoinikos) – ფინიკის პალმის ნაყოფია; ეკუთვნის პალმისებრთა (Arecaceae) ოჯახს. სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, ფინიკის პალმას დანაკისკუდი ჰქვია. ცნობილია მისი 17 სახეობა.
საკვებად გამოიყენება ზოგიერთი სახეობის ფინიკის პალმის ნაყოფი. მას ადამიანი ოდითგან იყენებს როგორც სასარგებლო პროდუქტს. იყიდება ძირითადად ჩირის სახით. მის სამშობლოდ მესოპოტომიას, ზოგიერთი წყაროებით, ინდოეთს მიიჩნევენ. გავრცელებულია ცხელი კლიმატის ქვეყნებში.
ფინიკის კალორიულობა და შემადგენლობა
ფინიკის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე საშუალოდ 274 კკალორიაა. მწიფე ფინიკის კალორიულობა საკმაოდ მაღალია – 340 კკალორია. თითოეული ფინიკის წონა საშუალოდ 8-9 გრამია და მისი საშუალო კალორიულობაა 23 კკალორია.
ფინიკი ძალზე სასარგებლო პროდუქტია, ის ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო პრაქტიკულად ყველა აუცილებელ ელემენტს შეიცავს: კალციუმი, თუთია, სელენი, სპილენძი, მანგანუმი, რკინა, ქლორი, გოგირდი, იოდი, ქრომი, ფტორი, მოლიბდენი, ბორი, ვანადიუმი, კალა, ტიტანი, კაჟი, კობალტი, ნიკელი, ალუმინი, ფოსფორი, ნატრიუმი.
ბოლოკი – სასარგებლო, დიეტური და შემადგენლობით მდიდარი სამკურნალო მცენარე>>
ფინიკში შედის ვიტამინები: A, B1, B2, B5, B6, C, H, PP.
ფინიკის სასარგებლო თვისებები
დიეტოლოგებისა და სხვა მეცნიერების ერთობლივმა კვლევებმა ცხადყო, რომ თუ დღეში ადამიანი 10 ცალ ფინიკს შეჭამს, მისი ორგანიზმი მაგნიუმის, სპილენძისა და გოგირდის დღიური მარაგით უზრუნველყოფილი იქნება 100 პროცენტით, რკინის 50%-ით, კალციუმის 25%-ით. აფრიკის უდაბნოში მცხოვრებ ტომებს დღის რაციონში აქვთ ფინიკი და გარკვეული რაოდენობის წყალი. ეს მათ აქტიური ცხოვრებისთვის სრულებით ჰყოფნით. ფინიკის მიღების დღიური ნორმაა 3-5 ცალი, ბავშვებისთვის – 1-2 ცალი.
წყავი და მისი სასარგებლო თვისებები
ფინიკი მამაკაცებისთვის
ფინიკი მამაკაცებისთვის რომ განსაკუთრებით სასარგებლოა, მეცნიერულად არის დამტკიცებული.
რატომ უნდა მიიღოს ფინიკი ყოველდღე მამაკაცმა:
· იზრდება სექსუალური აქტივობა.
· ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას (დამტკიცებულია, რომ მამაკაცების სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სწორედ გულ-სისხლძარღვთა სისტემას უკავშირდება).
· ფინიკის მეშვეობით შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკის მინიმიზება, მათ შორის - პროსტატის კიბოს.
· ფინიკი ხელს უწყობს აქტიური სპერმატოზოიდების რაოდენობის გაზრდას. აღმოსავლეთის ქვეყნებში უძველესი დროიდან არსებობს ტრადიცია, რომ მამაკაცს ცოლის განაყოფიერებისთვის ფინიკს აქტიურად აჭმევდნენ. ასევე მიჩნეულია, რომ ბავშვები უფრო ჯანმრთელი და ამტანი იქნებიან.
· მამაკაცების უმრავლესობას აქვს მავნე ჩვევები, რომლებიც ორგანიზმში კანცეროგენების მოხვედრის მიზეზია, მაგალითად, თამბაქო და სპირტიანი სასმელები. ფინიკი წმენდს სისხლს ტოქსინებისგან და ორგანიზმს კანცეროგენებთან ბრძოლაში ეხმარება.
ოსპი და მისი სასარგებლო თვისებები
· მამაკაცები, ჩვეულებრივ, ყოველდღიურად ვარდებიან სტრესში. ფინიკი ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებაა, რომელიც აგვარებს ნერვული სისტემის მუშაობას, ხელს უწყობს ძალების მოზღვავებასა და შრომისუნარიანობის გაზრდას.
ფინიკი ქალებისთვის
· ფინიკი სასარგებლოა ორსულობის, მშობიარობისა და ლაქტაციის პერიოდში. ნაყოფი შეიცავს კალიუმს, ფოლიუმის მჟავას, რკინას, რაც მომავალ დედებს ეხმარება ანემიასთან ბრძოლაში და გულის გამაგრებაში.
· ოქსიტოცინი ეხმარება მშობიარობის პროცესის ნორმალურად წარმართვასა და მინიმუმამდე დაჰყავს სისხლის დაკარგვა.
· ფინიკი დადებით გავლენას ახდენს ნაყოფის ჩამოყალიბებაზე, კერძოდ, ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაზე.
· თუ უკუჩვენება არ არის, ქალს შეუძლია დღეში რამდენიმე ნაყოფის მიღება. როგორც დამამშვიდებელი საშუალება, ფინიკი ქალს ეხმარება მშობიარობის შემდგომი პერიოდის დეპრესიის დაძლევაში, სტრესთან გამკლავებასა და ორგანიზმის ენერგიით მომარაგებაში.
უაღრესად სასარგებლო კენკრა, რომელიც კოსმონავტებისა და მფრინავების მენიუში შედის>>
ფინიკს სამკურნალოდ ჯერ კიდევ უძველეს დროში იყენებდნენ:
· ხველების დროს
· ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს (გრიპი, ანგინა...)
ბარდა: უნიკალური შემადგენლობის მცენარე - ჯანმრთელობის საწინდარი
· აძლიერებს გულის კუნთის მუშაობას
· აწესრიგებს ღვიძლის მუშაობას
· აღადგენს ნაწლავურ მიკროფლორას
· გამოიყენება შეკრულობისა და ნაწლავების ატონიის დროს
· წმენდს საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოებს შლაკებისა და ტოქსინებისგან
· გამოიყენება კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს
· ებრძვის ანემიას
· ამაღლებს იმუნიტეტს, განსაკუთრებით კარგია გრიპის სეზონის დროს
· ამცირებს არტერიულ წნევას, რადგან მასში არ არის „ცუდი“ ქოლესტერინი, ხოლო შაქარი ადვილად ათვისებადია
· არის ათეროსკლეროზის საცობების წარმოქმნის პროფილაქტიკური საშუალება
· კარგად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას, განწყობას, დევნის განგაშის შეგრძნებას
· გამოიყენება, როგორც კიბოს პროფილაქტიკის საშუალება
· დადებითად მოქმედების მშობიარობაზე: მშობიარობა უფრო ადვილი ხდება, მაღლდება საშვილოსნოს შეკუმშვის უნარი, მცირდება ტკივილი.
კაკაო და მისი სასარგებლო თვისებები
· ამცირებს არტერიულ წნევას
· აუმჯობესებს მხედველობას
· აწესრიგებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის უნარს
· აუმჯობესებს მადას
· სისტემატურად უზმოზე მიღებისას ანადგურებს პარაზიტებს
· რეგულარული მიღებისას მაღლდება ლიბიდო
· მძიმე და ხანგრძლივი ფიზიკური შრომის შემდეგ აღადგენს ძალებს
· ებრძვის თმის ცვენას
· ებრძვის ფრჩხილების ფენებად დაყოფასა და მტვრევას
· თირკმლებიდან დევნის მარილის კრისტალებს
· ამცირებს შეშუპებას
· ახდენს კუნთოვანი სისტემის განვითარების ოპტიმიზაციას
არაქისი, იგივე მიწის თხილი – სასარგებლო და მავნე თვისებები>>
ფინიკის მიღება უნდა შეიზღუდოს ან აიკრძალოს:
იმის მიუხედავად, რომ ფინიკი საკმაოდ კალორიულია, წონაში მომატება მისი მიღებით საკმაოდ რთულია. მაგრამ მაინც, თუ ზედმეტი წონა თქვენი სერიოზული პრობლემაა, ჯობს მისი მიღებისგან თავი შეიკავოთ. მაგრამ თუ უბრალოდ წონის გაკონტროლება გსურთ, მისი ჭამა გარკვეული რაოდენობით თავისუფლად შეგიძლიათ.
ფინიკს გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ გააჩნია, მაგრამ მისი მიღება არ არის რეკომენდებული დიაბეტით დაავადებულებისთვის.
გაითვალისწინეთ: მიღების წინ ფინიკი გარეცხეთ, რადგან ტრანსპორტირების დროს მას სპეციალური ნივთიერებებით ფარავენ, რათა პროდუქტი დიდი ხნით შეინახოს.