„ვიხილავთ ბანკების მიერ დასმულ საკითხებს, თუ როგორ უნდა მოხდეს დამატებითი მუხტის მიცემა ეკონომიკისთვის. გვაქვს საერთო მიზანი, რომ ეკონომიკა კვლავაც სწრაფად იზრდებოდეს და ბანკებმა უფრო მეტი რესურსის დაბანდება შეძლონ. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივები, რაც საბანკო სექტორში დაინერგება – რა თქმა უნდა, ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და ყველა რისკის გათვალისწინებით", – განაცხადა თურნავამ.
„საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი, როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ, გვაქვს ერთიანი ხედვა და საერთო მიზანი. საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულები ვართ. გვაქვს ძალიან საინტერესო სამომავლო განვითარების გეგმები", – განაცხადა თურნავამ.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს ორ თვეში შეთანხმებას მივაღწევთ გარკვეულ სიახლეებთან დაკავშირებით, რომელთაც შემდგომ ბაზარს წარვუდგენთ", – განაცხადა თხელიძემ.
„რა თქმა უნდა, ხშირად გვაქვს კომუნიკაცია ისეთ მარეგულირებელთან, როგორიც არის საქართველოს ეროვნული ბანკი. ეს ემსახურება ქვეყნის, ბიზნესის განვითარებას და ეკონომიკის გაძლიერებას. ჩვენი ამოცანაა – საბანკო-საფინანსო სისტემა, რომელიც ძლიერი და გამორჩეულია რეგიონში, კიდევ უფრო გაძლიერდეს", – განაცხადა ფხაკაძემ.
„ზოგადად, ეკონომიკის განვითარება თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობის საწინდარია. თუ გვინდა გვქონდეს ძლიერი ქვეყანა, უნდა გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა. ძლიერი ეკონომიკა კი უნდა შექმნას ბიზნესმა. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, რომ ამას ყველამ ერთად მივაღწიოთ", – განაცხადა ფხაკაძემ.