გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს და გაიგეთ, რისი ეშინიათ ადამიანებს პარტნიორებთან ურთიერთობებში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ვერძი
როგორც ჩანს, თქვენ ყველაზე მეტად იმის გეშინიათ, რომ პარტნიორისა და ურთიერთობების გამო ცხოვრების შეჩერება მოგიწევთ. მიჩვეული ხართ სწრაფ ცხოვრებას, ეს კი ნიშნავს, რომ, ჩვეულებრივ, არ მოგწონთ, როცა ვინმეს გამო ტემპის შენელება გიწევთ. მაგრამ რა უნდა ქნათ, თუ პარტნიორი თქვენს ტემპებს ვერ ეწევა? ფიქრი იმის შესახებ, რომ სხვაგვარ მოქმედებებზე უნდა გადაეწყოთ, ნამდვილად შიშის გრძნობას იწვევს თქვენში.
კურო
კუროებს გეშინიათ, რომ თქვენს ნდობასა და ერთგულებას უღალატებენ. ადამიანებს თქვენი ნდობისა და პატივისცემის მოპოვება უჭირთ. ძალზე იშვიათად ექცევით სხვისი გავლენის ქვეშ. მაგრამ როდესაც ვინმე შეძლებს და თქვენს ნდობას დაიმსახურებს, მისი ერთგული რჩებით მთელი ცხოვრება, მისი გულისთვის ქვეყნის დასალიერში წახვალთ. სწორედ ამიტომ თქვენთვის ძალზე მტკივნეულია, თუ თქვენს ნდობასა და ერთგულებას უღალატებენ.
ტყუპი
ტყუპების ყველაზე დიდი შიშია, რომ საკუთარ შინაგან მეს არ წააწყდეთ. სწორედ ამის გაკეთება გიწევთ ურთიერთობებში. მიჩვეული ხართ, რომ თქვენი პიროვნება იმ სიტუაციიდან გამომდინარე ააწყოთ, რომელშიც იმყოფებით და იმ ადამიანების მიხედვით, რომლებიც თქვენ გარშემო არიან. მაგრამ ვინმესთან ურთიერთობებში გიწევთ, რომ იყოთ ის, ვინც ხართ და გეშინიათ იმის, თუ რა მნიშვნელობა ექნება ამას.
კირჩხიბი
თქვენ საშინლად გეშინიათ, რომ ურთიერთობებში ტკივილს მოგაყენებენ. გეშინიათ დაუცველობის, რამდენადაც ტკივილს ინტენსიურად გრძნობთ. ადამიანებისთვის თქვენ მერყეობის ჩვენება არ გიყვართ. და ურთიერთობებში გაშინებთ ის, თუ რამდენი რამის ჩვენება მოგიწევთ საკუთარ ცხოვრებაზე.
ლომი
ურთიერთობებში ყველაზე მეტად გეშინიათ, რომ დაფნის გვირგვინი არავინ წაგართვათ. ყოველთვის კვარცხლბეკზე დგომა გსურთ. და რა მოხდება, თუ ურთიერთობებში ვინმე უბრალოდ დაგჩრდილავთ? რას აირჩევთ – სიყვარულს თუ პარტნიორზე გამარჯვებას? ეს საშინელი დილემაა, რომელთან შეჯახებაც ნამდვილად არ გინდათ.
ქალწული
ყველაზე მეტად იმის გეშინიათ, რომ ურთიერთობებმა თქვენი გეგმები არ დაანგრიოს. ხართ პერფექციონისტი და საკუთარი მეთოდები გაქვთ. მაგრამ ურთიერთობები ნიშნავს, რომ დროდადრო გადაწყობა მოგიწევთ. და ეს ნამდვილად გაშინებთ.
სასწორი
ურთიერთობებში ყველაზე მეტად იმის გეშინიათ, რომ პარტნიორს აღარ ეყვარებით. გიყვართ ადამიანების გულის მოგება და როგორც კი ვინმეს კარგ განწყობას მოიპოვებთ, გსურთ, რომ სულ ასე გაგრძელდეს. ყოველთვის ყველაფერ შესაძლებელს აკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებს მოეწონოთ. გაშინებთ იმაზე ფიქრიც კი, რომ, შესაძლოა, თქვენთვის საყვარელ ადამიანებს იმედები გაუცრუოთ.
მორიელი
გაშინებთ ის, რომ ურთიერთობებში ბევრი რამის თქმა მოგიწევთ საკუთარი თავის შესახებ. ბუნებით დამკვირვებელი ხართ, მაგრამ გაზიარება არ გიყვართ. მოგწონთ, როდესაც ამჩნევთ ყველაფერს, რაც გარშემო ხდება, მაგრამ საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის მიწოდება არ გიყვართ. ეს კი ისაა, რისი გაკეთებაც ურთიერთობებში მოგიწევთ.
მშვილდოსანი
რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გეშინიათ, რომ თავისუფლებას დაკარგავთ. სულ ხეტიალი გსურთ და ისე ცხოვრება, როგორც თავად გინდათ. არ გსურთ იგრძნოთ, რომ მიგაჯაჭვეს და „მოგაშინაურეს“. განიცდით, რომ ურთიერთობები არ მოგცემთ საშუალებას, იყოთ ის, ვინც გინდათ, რომ იყოთ.
თხის რქა
მრავალი საქმე გაწევთ კისერზე. ხართ შრომისმოყვარე და ყველაზე მეტად იმის გეშინიათ, რომ თქვენი ურთიერთობები ყურადღებას მოგიდუნებთ, საოცრად გსურთ, მთელი გულისყური ოცნებებისა და მიზნების ასრულებისკენ მიმართოთ და გეშინიათ, რომ ურთიერთობებს თქვენი გზიდან გადახვევა შეუძლია.
მერწყული
გასაკვირი არაა, რომ ყველაზე მეტად საკუთარ გრძნობებთან შეჯახებისა გეშინიათ, ასევე ამის პარტნიორისთვის ჩვენებისა. არ ხართ ძალზე ემოციური. უფრო ლოგიკისა და ჯანსაღი აზრის პრინციპებით ცხოვრება გიზიდავთ. მაგრამ სიყვარული - ეს ემოციური თამაშია და მოგიწევთ ამ თამაშში ჩართვა.
თევზები
ყველაზე მეტად გეშინიათ იმის, რომ სიყვარული თქვენი სტანდარტების დონეს ვერ მიაღწევს. თქვენს წარმოსახვაში იმდენად აგყავთ სიყვარული მწვერვალზე, რომ მასთან დაკავშირების სულ სხვა მოლოდინები გაქვთ. სამწუხაროდ, ასევე იცით, რომ შეიძლება ისწრაფვოდეთ შეუძლებლის მიღწევისკენ და გეშინიათ იმედგაცრუებისა.