24 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გაეცანით 24 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვისю
Sputnik
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი
24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
მნიშვნელოვანი წლებია: 8,16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მანანა.
24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა ვენერა მფარველობს და ზემოქმედებს მათ ემოციებზე, ვნებებზე, ინსტიქტებზე. ამ დეკადაში დაბადებულები მუდამ ისწრაფვიან ჰარმონიისკენ, არიან პატიოსანი, გულმოწყალე ადამიანები, უყვართ ყველაფერი მშვენიერი. აქვთ ძლიერი ინტუიცია, რაც ზერელე საქციელისგან იცავს და საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარება მათ.
სასწორი: საზრიანი, მშვიდი, წინდახედული - ზოგადი დახასიათება
24 სექტემბერს დაბადებულები
24 სექტემბერს დაბადებულები შემოქმედებითი ადამიანები არიან. თითოეულს თავისი უნიკალური შესაძლებლობა აქვს. ვიღაცას ფერწერა აინტერესებს, ვიღაცას - ცეკვა, მაგრამ ყველა არჩეულ სფეროში წარმატებას აღწევს. ამ ადამიანებისთვის ყველაზე მთავარია სრულყოფა. ისინი ხვეწენ ოსტატობას და მუდამ იმაღლებენ კვალიფიკაციას.
ამ დღეს დაბადებულებს უზადო გემოვნება გააჩნიათ. იციან სილამაზის ფასი. გარშემო ფუფუნებით გარემოს იქმნიან, თან სულაც არაა აუცილებელი, ეს ფუფუნება ძვირადღირებული იყოს.
ქოლერიკი, ფლეგმატიკი თუ... გაარკვიეთ თქვენი ტემპერამენტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
24 სექტემბერს გულწრფელი, გამგები ადამიანები იბადებიან. მათთან ურთიერთობა ადვილია. ასეთი ადამიანები მარტონი, პრაქტიკულად, არასდროს არიან. არიან ინდივიდუალისტები და ენთუზიასტები, მომთმენნი. უყვართ საკუთარი თავის გაანალიზება, რაც ხშირად ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის. უყვართ მოგზაურობა და ხანდახან პროფესიასაც ისეთ ირჩევენ, რომელიც მოგზაურობასთან არის დაკავშირებული.
თუ მათი საქმიანობა მოგზაურობას არ უკავშირდება, შთაბეჭდილებების კომპენსირებას ჰობით ახდენენ. სამსახურში სრულიად სხვადასხვა ამოცანას ასრულებენ. არიან მშვენიერი ინჟინრები, ტექნოლოგები.
ზოდიაქოს მომიჯნავე ნიშნების პერიოდში დაბადებულები: განსაკუთრებული თვისებები
ხელქვეითის ამპლუაში არიან პასუხისმგებლიანი, საიმედო ადამიანები, ხელმძღვანელი კი - ტოლერანტული, სამართლიანი, ცოტა ნერვული. სამუშაოს იმდენ ენერგიას ახმარენ, რამდენიც მათთვის მოსახერხებელი და კომფორტულია.
ჯანმრთელობა
24 სექტემბერს დაბადებულები ხშირად საჭიროებენ ფსიქოლოგის დახმარებას, სწორედ ფსიქოლოგიური პრობლემები ქმნის მათთვის მთავარ საფრთხეს. ამ პრობლემებს კი ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავების სირთულე ქმნის. რაც შეეხება ფიზიკურ მდგომარეობას, მათ წაადგებათ სწორად გათვლილი რეჟიმი, დეტა ნატურალური პროდუქტებით და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.
გამოიყენეთ მთვარის ენერგეტიკა: მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში, დიეტა და როდის როგორ ვიკვებოთ>>
რჩევა:
თქვენი მთავარი მტერი დეპრესიაა. ნუ დაუტოვებთ მას რაიმე შანსს. ეცადეთ, სტაბილური ცხოვრება მოიწყოთ. დააფასეთ ისინი, ვინც თქვენ გაფასებთ. თამამად გამოიყენეთ საკუთარი ნიჭი.