წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
13-23 სექტემბერი
13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.
ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.
13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.
23 სექტემბერს დაბადებულები
23 სექტემბერს დაბადებულები მომხიბლავი და ენამახვილი, კომუნიკაბელური, გულღია, კეთილმოსურნე ადამიანები არიან. ისინი ადვილად უმეგობრდებიან ადამიანებს, არიან კომპანიის სული და გული, არაფორმალური ლიდერები სკოლაში, ინიციატორი სტუდენტობისას, ხუმარა და ოხუნჯი - სამსახურში.
ამ დღეს დაბადებულებს ერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი თვისება აქვთ - ნებისმიერ სიტუაციაში უსიამოვნებებთან გამკლავება შეუძლიათ. მუდამ თავდაჯერებული არიან და მზად არიან ექსპერიმენტებისთვის.
23 სექტემბერს დაბადებულები გადაწყვეტილებას უცბად არ იღებენ, მაგრამ არც დიდხანს ფიქრი სჩვევიათ. მათი გადაწყვეტილებები მუდამ აწონ-დაწონილი და რაციონალურია. ეს დღე უკვე ზოდიაქოს სასწორის ნიშანს ემიჯნება და ამ დღეს დაბადებულებზე სასწორის თვისებებიც აისახება.
ამ დღეს დაბადებულები იოლ გზებს არ ეძებენ. ისინი აპობენ დაბრკოლებებს და შეუძლებელს აღწევენ. ამიტომ ეს ადამიანები შედეგს იღებენ იქ, სადაც სხვებმა ხელი ჩაიქნიეს.
23 სექტემბერს დაბადებულები ექსპანსიური ინდივიდუალისტები არიან. ეს მათ ხშირად ხელს უშლის მუშაობაში. გუნდურ მუშაობაში ასევე ხელს უშლის ის, რომ კონფლიქტებს კონსტრუქციულად ვერ წყვეტენ. ეს ადამიანები მწვავედ რეაგირებენ უსამართლობაზე, სიცოცხლის ბოლომდე სიმართლისთვის იბრძვიან. თუმცა, შესაძლოა, ხანდახან თვითონ არ იყვნენ მართალი და ამას უფრო მოგვიანებით აცნობიერებენ.
პროფესიად ხშირა აქვთ არჩეული ტექნიკის, ინჟინერიის, მედიცინის სფეროები. ისინი ასევე შესანიშნავი პედაგოგები გამოდიან, ხოლო შემოქმედებითი უნარის მქონენი თავს ხელოვნებაში პოულობენ.
ჯანმრთელობა
23 სექტემბერს დაბადებულებისთვის პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენს სტიმულატორები და ნარკოტიკული ნივთიერებები. მათ უნდა იფრთხილონ ალკოჰოლთან, თამბაქოსთან, ყავასთან დაკავშირებით, რადგან შემდეგ დამოკიდებულებისგან გათავისუფლება ძალიან უჭირთ.
მათთვის სუსტი ორგანოებია საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოები, ამიტომ უნდა იფრთხილონ საკვებთან, სხვადასხვა ახალი მოდის დიეტებთან და ორგანიზმის გაწმენდასთან დაკავშირებულ პროცედურებში.
რჩევა:
თუ ნერვიულობთ, ან ვინმემ გაწყენინათ, ნუ იჩქარებთ, რომ დალიოთ ან მოწიოთ. ეცადეთ, სიმშვიდე ბუნებაში, მუსიკაში, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში ჰპოვოთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია ისწავლოთ უსაქმურობის პერიოდით ტკბობა. ეცადეთ, რომ ცხოვრებისეული ბატალიებისთვის წინასწარ მოემზადოთ.