წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
13-23 სექტემბერი
13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.
ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.
13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.
21 სექტემბერს დაბადებულები
21 სექტემბერს დაბადებულები კომუნიკაბელური ინტელექტუალები არიან. აქვთ იუმორის შესანიშნავი გრძნობა, გამოირჩევიან ენამახვილობით. ისინი მზად არიან, ყველასთან და ნებისმიერ დროს ჰქონდეთ ურთიერთობა, ეს მათთვის ბუნებრივია. თავად არ არჩევენ სასაუბრო თემას, ყველაფერი თავისთავად გამოსდით.
მათ იდეალურ თანამოსაუბრეებს უწოდებენ. მაგრამ გარდა ლაპარაკისა, კარგი მსმენელიც არიან, თან - ყურადღებიანი.
ამ დღეს დაბადებულები ორიგინალურად აზროვნებენ. აქვთ უნარი, სტანდარტული აზროვნების ჩარჩოებს გასცდნენ. აქვთ ნოვატორული, პერსპექტიული იდეები, რომელთა განხორციელება ცხოვრებაში სირთულეს არ წარმოადგენს.
21 სექტემბერს შემოქმედებითი ადამიანები იბადებიან. აქვთ განვითარებული წარმოსახვის უნარი. ანალიტიკურ გონებასთან ერთად ეს საშუალებას აძლევს, თავიანთი საქმიანობის სფეროში ახალი იდეების გენერატორის როლში გამოვიდნენ.
ამ ადამიანებს არ სჩვევიათ ბრმად მისდიონ სწავლებასა და სტილს. ისინი უფრო თავიანთ მიმართულებას შექმნიან, შემოიკრებენ გარშემო თანამოაზრეებსა და ორიგინალური იდეის თაყვანისმცემლებს.
ამ დღეს დაბადებულები თანამედროვეობას უწყობენ ფეხს; ცდილობენ, აითვისონ მოწინავე ტექნოლოგიები და მეთოდიკები. არიან შესანიშნავი შემსრულებლები - სკრუპულოზური, იდეებით სავსე, პასუხისმგებლიანი. ასევე კომფორტულად გრძნობენ თავს ხელმძღვანელ პოზიციებზე. ამ ადამიანებს ნათლად გამოხატული ლიდერის თვისებები აქვთ - შეუძლიათ გუნდის ჩამოყალიბება და მისი გაძღოლა.
ჯანმრთელობა
21 სექტემბერს დაბადებულები, სხვა ქალწულებისგან განსხვავებით, თავიანთ ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევენ. ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ისინი იცავენ რეჟიმს, ფიზიკურად აქტიურობენ და იცავენ დიეტებს.
რჩევა:
აღმოაჩინეთ საკუთარი ჭეშმარიტი ფასეულობანი. ახლისა და უკეთესისთვის რბოლაში არ დაგავიწყდეთ ტრადიციული და უკვე მრავალჯერ ნაცადი. ნუ „ჩაიციკლებით“ სამუშაო პროცესზე. რომ არ გადაიღალოთ, ისწავლეთ დასვენება.