წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
13-23 სექტემბერი
13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.
ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.
13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.
18 სექტემბერს დაბადებულები
18 სექტემბერს მტკიცე, ენერგიული, ფანტაზიებით სავსე, იუმორის გრძნობის მქონე ადამიანები იბადებიან. აქვთ რთული, იდუმალი, ფეთქებადი ხასიათი. საქმიანობის სფეროებს შორის მათ ყველაზე მეტად შეესატყვისება მედიცინა, მეცნიერება, კვლევითი საქმიანობა.
ამ დღეს დაბადებულები გულდახურული და იდუმალებით მოცული ადამიანები არიან. ისინი ხშირად წარმატებებს საჯარო პროფესიებში აღწევენ. მათი ნდობის მოპოვება იოლი არ არის, შინაგანი სამყარო უცხო თვალისთვის კარგად დამალული აქვთ.
ერთი საოცარი თვისება აქვთ – თუ რაიმე არასწორად მოეჩვენებათ, შეუძლიათ ერთ წუთში გაწყვიტონ სასიყვარულო ურთიერთობა ან წლების მეგობრობა, თუნდაც პარტნიორზე იყვნენ მთლიანად დამოკიდებული.
18 სექტემბერს დაბადებულები ორ პოლარულად განსხვავებულ კატეგორიად იყოფიან: ერთნი საოცარ წარმატებებს აღწევენ, მეორენი კი მუდამ უიღბლობის, წარუმატებლობის ტყვეობაში არიან. ისინი ძალზე მგრძნობიარედ რეაგირებენ სხვადასხვა სახის ძალადობაზე, სისასტიკეზე. უჭირთ ძლიერ სტრესთან გამკლავება.
ამ დღეს დაბადებულებს აკლიათ თავდაჯერებულობა. მაგალითად, თუნდაც უზადო გარეგნობა ჰქონდეთ, გულწრფელად სჯერათ, რომ მაინც რაღაცით ნაკლებნი არიან გარშემომყოფებზე. მაგრამ თუ რაიმე სერიოზულ პრობლემას ან წარუმატებლობას გადაეყარნენ, წამიერად შეუძლიათ გარდაქმნა და ღირსეული პასუხის გაცემა.
18 სექტემბერს დაბადებულები ცხოვრებას ძალზე სერიოზულად აღიქვამენ და ამ დამოკიდებულების გამო უყვართ ფიქრი, აზრისა და საქციელის სიღრმეებში წვდომა. მათთვის სირთულეს არ წარმოადგენს სწავლა; შეეფერებათ ვითარება, როდესაც ყურადღების მუდმივი კონცენტრირებაა საჭირო.
რა თქმა უნდა, ეს ემოციური თვალსაზრისით რთულია, მაგრამ ამით მეტი იდუმალება და მომხიბვლელობა ემატებათ. ამ დღეს დაბადებულებს არ უყვართ წარსულში დაბრუნება, არა აქვთ ნოსტალგიური განცდები წარსულის გრძნობებთან ან საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებით.
ჯანმრთელობა
18 სექტემბერს დაბადებულებს მიდრეკილება აქვთ ქრონიკული დაავადებებისადმი. მტკიცე ხასიათის გამო, დაავადებების გამოვლენისას ისინი პანიკაში არ ვარდებიან, არამედ ავადმყოფობას მედგრად ებრძვიან. შინაგანი ენერგიის დასარეგულირებლად მათ წაადგებათ იოგა, აკუპუნქტურა.
რჩევა:
თქვენთვის აუცილებელია მოქმედებებში თანამიმდევრულობის სწავლა. ნუ უგულებელყოფთ თქვენი ორგანიზმის მინიშნებებს. გაქვთ მისტიკური ნატურა, რომელსაც შინაგანი ცეცხლი წვავს. შემოუშვით თქვენს ცხოვრებაში მეტი იუმორი და ყველაფერი გამოგივათ.