„ფარული განძი" - Euronews-მა აჭარას რეპორტაჟი მიუძღვნა

აჭარის ტურისტულ პოტენციალს მილიონობით მაყურებელი გაეცნო.
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო ტელეარხმა Euronews აჭარას რეპორტაჟი მიუძღვნა და მას „ფარული განძი" უწოდა.
პროგრამის მილიონობით მაყურებელი გაეცნო ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს, ქალაქის ძველ და ახალ იერს, ეკოტურიზმის მიმართულებებს, ქართულ სამზარეულოს, ფოლკლორსა და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.
რეპორტაჟში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა რეგიონის საინვესტიციო გარემოზე, ტურიზმსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე.

„ბათუმი საკმაოდ სწრაფად ვითარდება და ამავდროულად ბუნებასთან არის შერწყმული მთელი თავისი ავთენტურობითა და ხიბლით. ეს არის ის, რაც ნამდვილად იზიდავს ყველა სახის მოგზაურს", – აღნიშნა რიჟვაძემ.

გასულ წელს ბათუმი ისეთი საერთაშორისო ტელეარხებისა და გამოცემების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, როგორიცაა Euronews, Forbes USA, Conde Nast Traveller და მრავალი სხვა.
აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში ტურიზმიდან შემოსავლები 2019 წელთან შედარებით გაორმაგდა. 2022 წელს აჭარას ეწვია 3.909.094 ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი. შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობებიდან სულ საქართველოში 3,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.