„ამნისტიის ფარგლებში პირი, რომელმაც 2023 წლის 1 სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, გათავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, სასჯელისგან და აღუსრულებელი ჯარიმისგან", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში, საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიწის ნაკვეთის ეკვივალენტური თანხის გადახდის გზით", – განმარტა პრემიერმა.
„პროკურატურაში ათობით საქმეა. მიმდინარეობს გამოძიება, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი გაუგებრობა იყო. ჩვენ კონსულტაციები გავმართეთ პროკურატურასთან და პარლამენტთან და მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ მსგავს საქმეებზე ამნისტია გამოვაცხადოთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.