„ვფიქრობ, 2024 წლის არჩევნებზე, პირველ რიგში, ოპოზიციას ძალიან სერიოზული გამოწვევა გვაქვს. გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი პასუხს არ სცემს, თუ სად დგას, მაგრამ ეს იმის დასტურია, რომ არ დგას ხელისუფლების გვერდით. ჩვენ ჯერ ვერ შევძელით, ვერ დავარწმუნეთ საზოგადოება, სად არის ალტერნატივა", – განაცხადა სამნიძემ ტელეკომპანია PalitraNews-ის ეთერში.
„ვფიქრობ, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ვამხილოთ, თუ რას აკეთებს ხელისუფლება, როგორ აზიანებს ევროპულ მომავალს, თუნდაც (პრეზიდენტის) იმპიჩმენტის პროცესი... მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, მას შედეგი არ ექნება, პროცესი ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის", – განაცხადა სამნიძემ.
„ეს რთულია. ოპოზიციას სჭირდება მეტი კოორდინაცია. სანამ ოპოზიციის მხიდან ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული პოლიტიკური ლანდშაფტი, წინასაარჩევნო ცენტრი, თუ ვინ ვისთან იქნება კოალიციაში, მანამდე ამომრჩეველს ძალიან უჭირს ალტერნატივის დანახვა", – განაცხადა სამნიძემ.