პუტინისა და ერდოღანის მოლაპარაკებების დეტალებს დასავლეთს შეატყობინებენ

Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის სოჭში მოლაპარაკებების დეტალები მარცვლეულის გარიგების შესახებ დასავლეთს დიპლომატიური არხებით მიეწოდება, განუცხადა „რია ნოვოსტის“ წყარომ თურქეთის დელეგაციიდან.
მისი თქმით, თურქული მხარე განაგრძობს შავი ზღვის ინიციატივის მარცვლეულის გარიგების განახლებაზე მუშაობას.
სააგენტოს კითხვაზე, აპირებს თუ არა ანკარა დასავლელ პარტნიორებს გააცნოს თურქეთისა და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკებების დეტალები მარცვლეულის გარიგების შესახებ, წყარომ უპასუხა:

„რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მიწოდებული იქნება. გულხელდაკრეფილი არ დავსხდებით, განაგრძობთ მუშაობას იმისთვის, რომ განხორციელდეს წინადადებების ახალი პაკეტის ის პუნქტები, რაზეც ბატონი ერდოღანი საუბრობდა. მარცვლეულის გარიგების განახლება ჩვენი პრიორიტეტია“.

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ორშაბათს სოჭში შეხვდნენ. ეს იყო მათი პირველი პირადი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ. პრეზიდენტებმა მარცვლეულის გარიგების გარშემო არსებულ ვითარებაზე, ასევე სხვა საკითხებზე იმსჯელეს.
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ორი-სამი კვირის შემდეგ აფრიკის ექვსი ქვეყნისთვის უფასო მარცვლეულის მიწოდებას შეუდგება. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა მზადაა ხელი შეუწყოს რუსული მარცვლეულის გადამუშავებას გაჭირვებულ ქვეყნებში შემდგომი გაგზავნის მიზნით.
როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთი მზადაა გააცოცხლოს მარცვლეულის გარიგება, როგორც კი ყველა დაფიქსირებული შეთანხმება შესრულდება.