თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. გორის, კასპისა და გურჯაანის მცხოვრებლებს 1 ოქტომბრის არჩევნებამდე საარჩევნო სიებში თავიანთი მონაცემების შემოწმება შეუძლიათ, განაცხადა ცესკოს პრეს–სპიკერმა ნათია იოსელინმა.
კასპისა და გორის რაიონებში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევენ, ხოლო გურჯაანში – მერს.
როგორც იოსელიანმა განაცხად, არჩევნებისთვის უკვე გახსნილია 133 საარჩევნო უბანი, რომლებმაც უკვე დაიწყეს მზადება კენჭისყრის პროცესის ჩასატარებლად. 103 უბანზე არჩევნები ელექტრონული ფორმით ჩატარდება.
ყველა ამომრჩეველი იღებს საინფორმაციო ფურცელს ამომრჩევლის ბარათთან ერთად რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და კენჭისყრის პროცედურების შესახებ ინფორმაციას.
ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია 13 სექტემბრამდე. საკუთარი მონაცემების შემოწმება შესაძლებელია ცესკოს ვებ–გვერდზე ან ტელეფონით.
გარდა ამისა, ამომრჩეველს შეუძლია მივიდეს საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც დარეგისტრირებულია, და ადგილზე შეამოწმოს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ხელმისაწვდომი ვერსიის მონაცემები.
მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატია – მამუკა ტუსკაძე პარტიიდან „სოციალური სამართლიანობისთვის“ და გიორგი სოსიაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“.
მერის სავარძლისთვის მხოლოდ ერთი კანდიდატი იბრძოლებს – გიორგი მაჭავარიანი „ოცნებიდან“.