„ვხედავთ იმავე ხელწერას, რაც იყო საქართველოში 2004-2012 წლებში. ეს არ არის მარტო ქუჩაში ადამიანების მკვლელობა, ეს არის იგივე ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების გადაფორმება, ადამიანების მკვლელობა... ხელწერა არის იგივე, რაც არის ძალიან სამწუხარო", – განაცხადა კობახიძემ.
„ეს არის ამაზრზენი დანაშაული და ამასაც კი ამართლებდნენ ქართველი ე.წ. ლიბერალები, ქართველი ნაციონალები... რაც უფრო მალე გათავისუფლდება უკრაინა სააკაშვილებისგან და ადეიშვილებისგან, მით უფრო უკეთ წარიმართება პროცესები ამ ქვეყანაში", – განაცხადა კობახიძემ.
„საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ თეორიულად ისინი რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, ზუსტად იმავეს გაიმეორებენ, რასაც აკეთებდნენ 2004-2012 წლებში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კოლექტიური სააკაშვილ-ადეიშვილები არასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში", – განაცხადა კობახიძემ.
„რა თქმა უნდა, ეს არასდროს მოხდება, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებლები და, პირველ რიგში, ის ხელწერა არ უნდა დაბრუნდეს საქართველოში, რომელიც ასე მძიმედ დაგვამახსოვრდა 2004-2012 წლებიდან", – განაცხადა კობახიძემ.