თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,სარფში" მებაჟე ოფიცრებმა თურქეთის მოქალაქეს 45,31 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოუჩინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
ერთ შეფუთვად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მოქალაქეს სხეულზე მოწყობილ სამალავში ჰქონდა მოთავსებული. სამალავს მებაჟეებმა მოქალაქის კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად მიაგნეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.