ანგარიშსწორება ბათუმის ავტოსახელოსნოში - პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

სავარაუდო დამნაშავეს 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. აჭარის პოლიციამ 46 წლის მამაკაცი ბათუმში ავტომობილების სახელოსნოს ოთხი თანამშრომლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ ავტოსახელოსნოსთან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად ამავე ავტოსახელოსნოში დასაქმებული ოთხი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
პოლიციამ ეჭვმიტანილი „ცხელ კვალზე“ დააკავა, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.