მსოფლიო დღეს

დონალდ ტრამპი ატლანტაში დასაპატიმრებლად მიემგზავრება

Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ხუთშაბათს ატლანტაში მივემგზავრები, რათა საოლქო პროკურორმა დამაპატიმროს, დაწერა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

„გჯერათ? ხუთშაბათს ატლანტაში მივემგზავრები, ჯორჯიის შტატში, რათა რადიკალურმა მემარცხენე საოლქო პროკურორმა ფენი უილისმა დამაპატიმროს, რომელიც ამერიკის ისტორიაში ყველაზე გახმაურებულ მკვლელობებსა და ძალადობრივ დანაშაულებს აკონტროლებს. ჩემ შემთხვევაში ატლანტაში გამგზავრება ხდება არა „მკვლელობისთვის“, არამედ იდეალური სატელეფონო ზარისთვის!“ — ნათქვამია ტრამპის პოსტში.

ექს-პრეზიდენტის თქმით, პროკურორი უილისი, ბაიდენის იუსტიციის სამინისტროსთან „მკაცრი კოორდინაციით“, კვლავაც განაგრძობს ფულის მოზიდვას „კუდიანებზე ნადირობისთვის“.
„მთელი საქმე არჩევნებში ჩარევაზეა!“ — აკონკრეტებს ტრამპი.
მსოფლიო დღეს
დონალდ ტრამპს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს
მანამდე ჯორჯიის სასამართლო დათანხმდა 200 ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაზე დაეტოვებინა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაშია ბრალდებული.
ამასთან, როგორც გამოცემა The Hill აღნიშნავს, სასამართლომ ტრამპისთვის უფრო მკაცრი მოთხოვნები დააწესა, ვიდრე სხვა პირებისთვის, რომლებიც ასევე გირაოს სანაცვლოდ თავისუფლდებიან დაპატიმრებისგან. კერძოდ, ყოფილ პრეზიდენტს ეკრძალება სხვა ბრალდებულების ან მოწმეების მიმართ „მუქარა" სოციალური ქსელების მეშვეობით, ან სხვა „ნებისმიერი ფორმით".
გასულ სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ შტატ ჯორჯიის დიდმა ჟიურიმ ტრამპს 2020 წლის არჩევნებზე გავლენის მოხდენის სავარაუდო მცდელობისთვის წაუყენა ბრალი. ექს-პრეზიდენტის გარდა, ბრალი ასევე წარდგენილი აქვთ ტრამპის ყოფილ ადვოკატს რუდი ჯულიანის და ყოფილ თანაშემწე მარკ მედოუზს. საქმეზე, ექს-პრეზიდენტის ჩათვლით, სულ 19 პირია ბრალდებული.