თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდაკში 60 წლის მამაკაცმა საკუთარი ცოლი მოკლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ქმარმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენა. ცოლ-ქმარი ორივე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იყვნენ.
სამართალდამცველებმა მამაკაცი უკვე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
ორი დღის წინ ანალოგიური შემთხვევა მარნეულში მოხდა.
ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია ქვეყანაში. 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 4.067 ადამიანი გახდა.