ვაშლის ძმრის სასარგებლო თვისებებზე, ალბათ, ბევრ თქვენგანს სმენია. მისი გამოყენების მრავალფეროვნება ნამდვილად გაკვირვებას იწვევს. ზოგიერთი თვისება თქვენთვის, შესაძლოა, აღმოჩენაც გახდეს.
– სოკო ფეხზე ან ფრჩხილზე — ამას ძალიან ბევრი უსიამოვნო გართულება შეიძლება მოჰყვეს, მაგალითად, ანთებითი პროცესი ხელისა და ფეხის თითებს შორის, ფეხებზე; სოკო შეიძლება ფრჩხილის ქვეშაც ჩაიზარდოს, რასაც მუდმივი ტკივილი ახლავს თან.
სოკოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ხელებისა და ფეხების დალბობა ვაშლის ძმარში ყოველდღე, 10-30 წუთის განმავლობაში, სანამ სოკო არ გაქრება.
თუ ვაშლის ძმარი სუფთა სახით კანს გვიწვავს, ჭიქა ძმარი შეგვიძლია წყალში გავაზავოთ.
– კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოგვარება სულ მცირე რაოდენობის ვაშლის ძმარს შეუძლია, რომელსაც წყალში ან ვაშლის წვენში გავხსნით.
ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან მუცლის ტკივილის მიზეზი ბაქტერიული ინფექციაა, ხოლო ვაშლის ძმარი ბაქტერიების "დიდი მტერია".
– ერთ ჭიქა ცივ წყალს თუ ½ ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს დაუმატებთ და ამას კვირაში 2-3-ჯერ გაიმეორებთ, თქვენი თმა ბზინვარე გახდება. ვაშლის ძმარი ასევე ქერტლისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.
– დამწვრობის ტკივილის შესამსუბუქებლად ვაშლის ძმრის ანთების საწინააღმდეგო თვისებები დაგეხმარებათ. ერთი ჭიქა ძმარი დაამატეთ ცივი წყლის აბაზანას, ეს ტკივილს შეგიმსუბუქებთ.
– გვერწმუნეთ, რომ ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი სლოკინის მოხსნაში დაგეხმარებათ.
– ვაშლის ძმარში არსებული მჟავა, რომელიც მადას აქვეითებს, ზედმეტი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. ის ასევე ხელს უწყობს იმას, რომ ორგანიზმიდან სითხის არასასურველი შეკავება აღიკვეთოს.
– ვაშლის ძმრისა და წყლის ნაზავის (თანაბარი თანაფარდობით) გამოყენება პულვერიზატორის დახმარებით თქვენს სახლს დეზინფექციას ჩაუტარებს.
– წყლის 10 გალონს (1 გალონი — 3,5-დან 4,5 ლიტრამდე) დაუმატეთ 10 უნცია ძმარი და მოასხით ბაღში. თქვენი ბაღი დამშვენდება და თან სარეველების ჭაჭანება არ იქნება.
– ერთ ჭიქა წყალზე ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი გულძმარვისგან განგკურნავთ. თითქოს არალოგიკური და დაუჯერებელია, მაგრამ ნამდვილად ასეა.
ვაშლის ძმრის გამოყენება ეფექტურია შემდეგი დაავადებების მკურნალობისას:
აკნე
ვენების ვარიკოზული გაფართოება
ალერგიების გამომწვევი ტოქსინების გამოდევნა
ტკივილი ართრიტისას
კიბოს ზოგიერთი სახეობის პროფილაქტიკა
გაციების, გრიპის, ყელის ტკივილის პროფილაქტიკა და მკურნალობა
დიაბეტის კონტროლი
თავის ტკივილი
გულის ჯანმრთელობის გაძლიერება
შინაური ცხოველების რწყილებისგან გათავისუფლება
კბილების გათეთრება
სხეულის დეტოქსიკაცია
სხეულის სუნის ნეიტრალიზება.