თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ფინეთში ევროკავშირის უდიდესი სტრატეგიული საცავი იქმნება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების საპასუხო საშუალებებისა და მედიკამენტებისთვის, იუწყება ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გავრცელებული ინფორმაციით, ფინეთმა ევროკომისიისგან წლის დასაწყისში მიიღო 242 მილიონი ევრო ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული თავდაცვის (CBRN defense) მარაგების შესაქმნელად.
საცავში, რომლის შექმნაც 2024 წელს დაიწყება, შეინახება დამცავი აღჭურვილობა, საკონტროლო-საზომი მოწყობილობები, დეტექტორები, ექსპრეს-ტესტები, მედიკამენტები და ვაქცინები. ეს ყველაფერი საგანგებო სიტუაციების დროს იქნება გამოყენებული ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში.
„არსებული გლობალური ვითარებიდან გამომდინარე, ქიმიური, ბიოლოგიური, რადილოგიური თუ ბირთვული საფრთხეები სულ უფრო მოსალოდნელია. და ეს [საცავის შექმნის] მოტივაციას აძლევს ევროკომისიას“, – განაცხადა პროექტის ავტორმა ტარია რანტალამ.
პირველი მარაგები საცავში 2024 წლის დასაწყისში შევა.
არსებული ცნობით, ანალოგიური საცავები შეიქმნება საფრანგეთში, პოლონეთსა და ხორვატიაში, მაგრამ ფინეთის საცავი ყველაზე დიდი იქნება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტოში ევროკავშირმა უკრაინას 5,5 მილიონი კალიუმის იოდიდის აბი გადასცა, რათა უკრაინელებმა პოტენციური რადიაციული დასხივებისგან თავდაცვა შეძლონ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში.
წყარო: MoI Finland