თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ესტონეთის იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას შეუზღუდავს, იუწყება ERR.
კანონპროექტში სამინისტრო მიუთითებს, რომ „ესტონეთის სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს რუსეთის მოქალაქეების თავისუფლებას მათი მოქალაქეობის ქვეყნის გავლენისგან“.
„რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, სამშობლოს (რუსეთის) დაცვა რუსეთის ფედერაციის თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. იყო შემთხვევები, როდესაც რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ესტონეთში, სამობილიზაციო გაწვევებს იღებდნენ თავიანთი მოქალაქეობის ქვეყნიდან, რათა შეიარაღებულ ძალებში სამსახური გაევლოთ“, — აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.
აღნიშნული კანონპროექტის მეშვეობით ასევე შევა ცვლილება საარჩევნო კანონში, რომლის თანახმად, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ევროპარლამენტმა ან რიიგიკოგუმ აგრესორ ქვეყნად აღიარა, ვერ მიიღებს მონაწილეობას ხმის მიცემაში.
არსებული ცნობით, რუსეთის მოქალაქეების გარდა, აღნიშნული ცვლილებები შეეხება ბელარუსის მოქალაქეებსაც.
ესტონეთის იუსტიციის მინისტრი კაალე ლაანეტი კანონპროექტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარუდგენს კოალიციურ პარტნიორებსა და საზოგადოებას.
წყარო: ERR