საქართველოს საგარეო ბრუნვა კვლავ იზრდება - ახალი მონაცემები

ექსპორტმა დაახლოებით 3,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის იანვარი–ივლისის მონაცემზე 15,7%-ით მეტია.
Sputnik
თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარი–ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით გაიზარდა და თითქმის 12,1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 8,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარი–ივლისთან შედარებით 19%-ით მეტი.
ექსპორტმა შეადგინა 3,6 მლრდ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 15,7%-ით მეტია.
2023 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შვიდი თვის მაჩვენებელთან შედარებით 21,5%-ით მეტია.
ფინანსთა სამინისტრო წლის მეორე ნახევარში ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპს პროგნოზირებს>>
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 32,8%-ით გაიზარდა და 19 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ხოლო ქართული პროდუქცია გასულ წელს დაახლოებით 5,6 მილიარდი დოლარის ოდენობით იყო ექსპორტირებული – თითქმის 32%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით.
გასულ წელს ქვეყანაში 13,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, რაც 2021 წელთან შედარებით 33,2%-ით მეტია.