თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში საქართველოში 27,1 ათასი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,4%-ით ნაკლებია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დაფიქსირებული დანაშაულების საერთო რაოდენობიდან 61,8% უკვე გახსნილია. გახსნილი საქმეების უმეტესობა დაკავშირებულია ნარკოდანაშულთან, ადამიანის უფლებების დარღვევასთან, სამხედრო დანაშაულთან.
ყველაზე გავრცელებული დანაშაულები
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 2023 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 7,4 ათასი მსგავსი შემთხვევა დარეგისტრირდა, აქედან 510 - ბინების ქურდობაა, 2 ათასი - საწყობების ამ ავტოსადგომების.
მეორე ადგილზეა ნარკოდანაშაული. 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის პერიოდში დაფიქსირდა დაახლოებით 2,8 ათასი მსგავსი დანაშაული. მათგან 1,9 ათასი დაკავშირებულია ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვასთან - აღნიშნულ პერიოდში გამოვლინდა ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის 283 ფაქტი.
კიდევ 628 საქმე უკავშირდება მარიხუანას, რომლის შენახვა-შეძენა არაპირადი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.
ოჯახური დანაშაული მესამე ადგილზეა. საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებულია დაახლოებით 2,2 ათასი მსგავსი დანაშაული.
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაულების ათეულში ასევე შედის სატრანსპორტო დანაშაულები, მუქარა, ძალადობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, სხეულის მსუბუქი დაზიანება, თაღლითობა და იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებული დანაშაულები.
გარდა ამისა, 2023 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა:
35 - მკვლელობა
52 - მკვლელობის მცდელობა
90 - გაუპატიურების შემთხვევა
37 - თავისუფლების უკანონო აღკვეთა
8 - ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევა
7 - ბავშვით ვაჭრობა
515 - კიბერდანაშაული
8 - ტერორიზმის შემთხვევა
228 - მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული დანაშაული.