თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. მთვარე პერსპექტივაში შორეული კოსმოსისთვის სასტარტო მოედანი გახდება. ავტომატური სადგური Луна-28-ის გაშვების შემდეგ რუსეთი და ჩინეთი მთვარეზე პილოტირებული ვიზიტის შესაძლებლობასა და მთვარეზე ბაზის მშენებლობის ეტაპზე გადავლენ, იუწყება РИА Новости Роскосмос-ის ხელმძღვანელის, იური ბორისოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
უკანასკნელი საბჭოთა კოსმოსური აპარატი Луна-24 დედამიწის თანამგზავრზე 1976 წელს გაუშვეს. Луна-25 გახდება პირველი სადგური, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაეშვება. ყველა მისი წინამორბედი მთვარეზე დაშვებას ეკვატორულ ზონაში ახერხებდა.
„ვფიქრობ, პერსპექტივაში, მთვარე შორეული კოსმოსისა და პლანეტების კვლევისთვის სასტარტო სადგური გახდება", - განაცხადა ბორისოვმა.
Роскосмос-ის მეთაურმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ Луна-26-ს 2027 წელს გაუშვებენ, Луна-27-ს - 2028-ში, ხოლო Луна-28-ის გაშვება კი 2030 წლის მერე მოხდება.
„ყველა ეს ოთხივე მისია მთვარის ავტომატური კვლევის მთლიან კომპლექსს წარმოადგენს და ამის შემდეგ ჩინელ კოლეგებთან ერთად ჩვენ მორიგ ფაზაზე - მთვარეზე პილოტირებულ ვიზიტსა და ბაზის მშენებლობაზე გადავალთ", - თქვა ბორისოვმა.
რაკეტა Союз 2.1б-მა აღმოსავლეთ კოსმოდრომიდან სტარტი 11 აგვისტოს თბილისის დროით 03:11 წთ-ზე აიღო.
ცხრა წუთის მერე სადგურ Луна-25-დან სასტარტო ბლოკი Фрегат რაკეტის მესამე საფეხურს გამოეყო და დედამიწის ორბიტაზე გავიდა. სადგურის მიზანი ყინულის ზედაპირზე მთვარის გრუნტის საკონტროლო კვლევების წარმოებაა.