თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. მაშველებმა რაჭაში მეწყრის ჩამოწოლის ადგილზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მეწყერი კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვთან" ჩამოწვა. მასმედიის ცნობით, მეწყერმა კოტეჯები დაანგრია, ხეები მოგლიჯა და მდინარეში ჩავიდა. შედეგად მდინარეში წყლის დონემ აიწია და ხიდი წაიღო. გარდა ამისა, დაზიანებულია გზა შოვის შესასვლელთან.
ამ დროისათვის სამაშველო სამსახურებმა სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 70 ადამიანი გამოიყვანეს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ცხედრები მაშველებმა სასტუმროს მიმდებარედ, მიწის მასაში იპოვეს.
ამ ადამიანების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ცხედრებს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ და მათი იდენტიფიცირება ექსპერტიზის შედეგად მოხდება.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობას განაგრძობენ.