თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა – არის მსხვერპლი

მძღოლმა ხიდზე მართვა დაკარგა, შედეგად ავტობუსი ხევში დაახლოებით 50 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. თურქეთის პროვინცია ყარსში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, დაიღუპა შვიდი ადამიანი, დაშავდა – სულ ცოტა 22, იუწყება ტელეკომპანია TRT Haber.
ინციდენტი ქალაქ სარიკამიშთან ახლოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ხიდზე გადასვლისას კონტროლი დაკარგა, რის შედეგადაც ავტობუსი ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტობუსში 29 ადამიანი იმყოფებოდა.
ტელეარხის ინფორმაციით, ავტობუსი ბურსა–ყარსის რეისს ასრულებდა. ინციდენტის მიზეზებს ადგენენ.