თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. გავრცელებული ინფორმაცია, თითოს ბელარუსის ატომურ ელექტროსადგურზე დეფექტები არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება, აცხადებს ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრო.
„ინტერნეტში გამოჩნდა ცხრილები „ბელაესზე“ მუშაობის შესახებ, რომელიც ზოგიერთმა ინტერნეტ-რესურსმა მასობრივ დეფექტად გაასაღა, რათა ატომური სადგურის პროექტი კიდევ ერთხელ წარმოეჩინა უარყოფითად“, — ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
როგორც უწყებაში განმარტეს, სინამდვილეში ინტერნეტში გამოქვეყნებული ცხრილები, რომლებიც „სამუშაოს ვადებისა და ხარისხის დეტალური მონიტორინგისთვის“ დგება, ჩვეულებრივ სამუშაო პროცესს ასახავს — ცხრილებში ნაჩვენებია „პროექტში ჩართული კონტრაქტორების ყოველკვირეული დავალებები".
ამასთან ხაზი ესმება, რომ ცხრილები ყოველდღე ახლდება.
ბელორუსიის ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდი რუსულ-ბელორუსული ეკონომიკური პროექტია. სადგური ორი VVER-1200 რეაქტორისგან შედგება, რომელთა საერთო სიმძლავრე 2400 მეგავატია. მდებარეობს ოსტროვეცში (გროდნოს რეგიონი). 2021 წლის 10 ივნისს ბელორუსის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიმღებმა კომისიამ ხელი მოაწერა აქტს „ბელაესის“ პირველი ბლოკის გამშვები კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ. მეორე ბლოკის ექსპლუატაციაში გაშვება 2023 წელს იგეგმება.
წყარო: Sputnik-ბელარუსი