რატომ ვჭამთ, როცა არ გვშია, ანუ ფსიქოლოგიური შიმშილი

თანამედროვე ადამიანი აქტიურ რეჟიმში ცხოვრობს, ხშირად არის დაძაბული, იმყოფება სტრესულ სიტუაციაში. მას ემოციები ეძალება და საკვებით ცდილობს ქვეცნობიერად დაახშოს შიში, მოწყენილობა, იმედგაცრუება. ამ დროს საკვების ან სასმელის მიღების რეალური მოთხოვნილება არ არსებობს.
Sputnik
საუბარია ფსიქოლოგიურ შიმშილზე, რომელიც ზედმეტი ჭამის, გასუქებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის მიზეზი ხდება. წონასწორობის დაუცველობა ჭამის დროს იწვევს ჰარმონიის დაკარგვას საკუთარ ცხოვრებაში. პრობლემისგან გასათავისუფლებლად საჭიროა ვიცოდეთ ის ფარული მიზეზი, რაც გვაიძულებს, რომ მორიგი ბუტერბროდის ან შოკოლადისთვის სამზარეულოში შევიდეთ.
ფსიქოლოგიური შიმშილის მიზეზები
ფსიქოლოგებმა შენიშნეს, რომ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები პაციენტების უმრავლესობაში უკავშირდება შინაგან დისბალანსს და ხშირად ეს ბავშვობიდან მომდინარეობს. ფსიქოლოგიური მიზეზის გამოვლენის შემდეგ ადამიანი აცნობიერებს, რატომ ჭამს ზედმეტს და აქტიურად იწყებს წონის დაკლებას, ადვილად აკონტროლებს მადას.
საკვები, როგორც ცხოვრების აზრი
დაბადებიდან პირველ წუთებში ცხოვრებაში უმთავრესი კონტაქტი ხდება – ჩვილს დედის მკერდზე აწვენენ და საკვების პირველ პორციას აძლევენ. ეს მჭიდრო კავშირს აყალიბებს და სრული დაცვის შეგრძნებას აჩენს. თუ „მოზრდილთა" კვებაზე გადასვლა წარუმატებლად ან ძალიან გვიან მოხდა, ბავშვი დამოუკიდებლობის შეგრძნებას ვერ იძენს.
სამი პროდუქტი, ოპტიმალური დრო და დაკლებული კილოგრამები
ზოგი ბავშვის ძუძუსგან მოშორება მკვეთრად, ხანდახან დედის ყვირილის თანხლებითა და დიდი სტრესით ხდება. ქვეცნობიერ დონეზე რჩება შერძნება, რომ კმაყოფილების, მხარდაჭერის, დაცვისა და სითბოს გრძნობა მხოლოდ ჭამის დროს მიიღება.
ფიზიოლოგიური შიმშილი
ორგანიზმის სასიცოცხლო უნარის შესანარჩუნებლად საჭიროა მრავალი კალორია, საკვები ნივთიერება, მიკროელემენტი. შიმშილის ბუნებრივი გრძნობა – ესაა ტვინის სიგნალი, რომ ორგანიზმს არ ჰყოფნის საკვები და ჟანგბადი. სხეულში მცირდება ბევრი ქიმიური პროცესი, ამიტომ ადამიანი ხდება გონებაგაფანტული, გაღიზიანებული, აღგზნებული.
დიეტა - სტრესი თუ ჭამაზე უარის თქმა>>
ფიზიოლოგიური შიმშილი მრავალი რთული პროცესის ჯაჭვია. სანამ ამ შეგრძნებას მუცელში იგრძნობთ, მანამდე მცირდება შაქრის დონე, ნელდება მეტაბოლიზმი, იცვლება სისხლის ბევრი მაჩვენებელი. სამწუხაროდ, ადამიანები ყოველთვის ვერ აკონტროლებენ სიმაძღრის გრძნობას, ყურადღებას მათ გაჯეტები და ტელევიზორი უფანტავს და ამიტომ ბევრს ჭამენ.
გემრიელი საჭმლის „ვნება"
ორგანიზმს, სიცოცხლისა და მეტაბოლიზმის შესანარჩუნებლად, საკვების მცირე ულუფა სჭირდება. მაგრამ საკვებისადმი თანამედროვე დამოკიდებულებამ სადილი ნამდვილ რიტუალად აქცია, რომელსაც თან ახლავს კერძების მომზადების სირთულე, ლამაზად გაფორმება, გემოს გამაძლიერებლების დამატება. ის ჩვენში გარკვეულ რეფლექსს ამუშავებს: საკმარისია დესერტით ან სალათით სავსე თეფშის დანახვა, რომ ორგანიზმში ინსულინის გამომუშავება იწყება, იღვიძებს შიმშილის გრძნობა.
როდესაც ჭამა სიყვარულის „შემცვლელი“ ხდება...
პრობლემა გემოს რეცეპტორების მომატებულ აღგზნებადობას უკავშირდება. ისინი ამაში რთავენ ტვინის ცენტრებს, რომლებიც კმაყოფილების მიღებაზეა პასუხისმგებელი. ეს სასიამოვნო შეგრძნებები რომ გახანგრძლივდეს, იმაზე მეტს ვჭამთ, ვიდრე ეს აქტიურობის შენარჩუნებისთვის არის საჭირო.
საჭმლისადმი ემოციური დამოკიდებულება
ზოგიერთ ადამიანს საჭმელი სასიამოვნო მოგონებებს ან შეგრძნებებს აღუძრავს. საყვარელი დესერტის პორციით ის ცდილობს დაიბრუნოს სულიერი წონასწორობა და სიმშვიდე, გადალახოს მოწყენილობა ან ჩაახშოს მრისხანება. ის საჭმელს იყენებს, როგორც ანტიდეპრესანტს და ასეთ დროს შიმშილს ემოციური ელფერი დაჰკრავს.
ნარკოტიკზე ნებით „შემჯდარი" კაცობრიობა, ანუ რატომ მოედო პლანეტას სიმსუქნის ეპიდემია>>
ურთიერთობების საშუალება
ფსიქოლოგების კვლევებმა აჩვენა, რომ სადილი დიდ კომპანიაში ადამიანებს ბევრის ჭამას „აიძულებს". სკოლამდელი ასაკის ბავშვების ჯგუფზე დაკვირვებამ აჩვენა ერთგვარი კანონზომიერება, რომ მეგობრებთან ერთად ჭამის დროს ისინი 30%-ით მეტს ჭამდნენ. ფიზიოლოგიური შიმშილის მოსაკლავად საშუალოდ 11 წუთია საჭირო. შემდეგ უკვე ჩნდება ურთიერთობებისა და პოზიტიური ემოციების საჭიროება. სწორედ ამით აიხსნება, რატომ ვჭამთ მეტს წვეულებებზე, შეკრებებზე.
როგორ გავუმკლავდეთ ფსიქოლოგიურ შიმშილს
საჭმლის მიმართ ქცევის დარღვევის დროს ტვინს უჭირს გაარჩიოს, რომელია ნამდვილი შიმშილის გრძნობა და რომელი – ცრუ სიგნალი. მაგრამ ფსიქოლოგები რამდენიმე სასარგებლო რჩევას გვაძლევენ, თუ როგორ „დავარეგულიროთ" ნერვული სისტემა და გავუმკლავდეთ ნეგატიურ ემოციებს ჭამის გარეშე.
„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?
ებრძოლეთ სტრესს. ჰორმონების – კორტიზოლისა და ადრენალინის მომატება ახშობს დოფამინის დონეს, რომელიც სიმაძღრის სიგნალებს გზავნის. რთული და მძიმე დღის შემდეგ, ვახშმის წინ მსუბუქი ვარჯიში გააკეთეთ – დაჯექით მოხერხებულად, დახუჭეთ თვალები, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ რამდენჯერმე. იგრძენით სასიამოვნო მოდუნება, განერიდეთ სიტუაციას და წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც არა აქვს პრობლემები ზედმეტ ჭამასთან დაკავშირებით, ჭამს აუჩქარებლად და კმაყოფილებით.
არ დაივიწყოთ აქტიურობა. ბედნიერების ჰორმონის დონის გაზრდასა და სტრესული მდგომარების შემცირებას ფიზიკური დატვირთვები შველის. მეტი ისეირნეთ, იმოძრავეთ, იცეკვეთ, ირბინეთ, იცურავეთ... ორგანიზმი თანდათანობით მიეჩვევა, რომ კმაყოფილების მიღება ჭამის გარდა სხვა რამისგანაც შეიძლება.
გახსოვდეთ სასმელის რეჟიმი. ტკბილი და გაზიანი სასმელები მხოლოდ აძლიერებს მადას. შიმშილის ცრუ სიგნალის მოსახსნელად მიიღეთ მეტი წყალი სუფთა სახით, დანამატების გარეშე. დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ჭამამდე. ხანდახან ჩვენს ტვინს სიგნალები ერევა და წყურვილის სურვილს ჭამის სურვილად აღიქვამს.
მათთვის, ვინც დიეტაზეა, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკლებს>>
მიიღეთ მეტი ცილა. შეწყვიტეთ „ფუჭი კალორიების" მიღება, უარი თქვით ტკბილეულზე, ფასტფუდზე. შეიტანეთ რაციონში ინდაურის ხორცი, მარცვლოვანი კულტურები, ავოკადო, რძის პროდუქტები. ისინი გვაძლევენ ვიტამინებს, მიკროელემენტებს და აჩენენ სიმაძღრის გრძნობას.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ფსიქოლოგიური შიმშილი საშიში დამოკიდებულებაა, რომლის დამარცხებაც პროფესიული დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე რთულია. საჭიროა, რომ აღიაროთ პრობლემა, დაიწყოთ მუშაობა მის გადასაჭრელად. უნდა შეწყვიტოთ ემოციების საჭმელით ჩანაცვლება. გაიმდიდრეთ ცხოვრება პოზიტიური ურთიერთობებით, სასარგებლო საქმეებით, რათა სტრესისგან გათავისუფლდეთ.