თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი და უნგრეთი შექმნიან ერთობლივ საწარმოს, რომელიც მწვანე ელექტროენერგიას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპას მიაწვდის, განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შახბაზოვმა.
„ბუქარესტში კოლეგებთან ერთად რუმინეთიდან, საქართველოდან და უნგრეთიდან ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპაში მწვანე ელექტროენერგიის გადაცემის პროექტის რეალიზაციისთვის", – დაწერა შახბაზოვმა სოციალურ ქსელში.
აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა 2022 წლის 17 დეკემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას „მწვანე ენერგეტიკისა და ტრანსპორტის განვითარების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ", რომელიც შავი ზღვის ფსკერზე 1.195 კმ სიგრძის, 1000 მგბტ ელექტროგადამცემი ხაზის Black Sea Energy გაყვანას ითვალისწინებს.
ხაზი განკუთვნილია აზერბაიჯანში წარმოებული მწვანე ელექტროენერგიის საქართველოსა და შავი ზღვის გავლით რუმინეთში მიწოდებისთვის შემდგომი ტრანსპორტირებით უნგრეთში და ევროპის სხვა ნაწილებში.
ივნისში ამ პროექტში ბულგარეთის ჩართვის გადაწყვეტილებაც მიიღეს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მლრდ ევროს გამოყოფს. ეს კაბელი ყველაზე გრძელი კაბელი იქნება მსოფლიოში. საკაბელო ხაზის გაყვანას სამი-ოთხი წელი დასჭირდება.