პრემიერმა ხორვატიაში საქართველოს საელჩო გახსნა

პრემიერის თქმით, საელჩოს გახსნის შემდეგ ქართულ-ხორვატიული ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიდა.
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის ხორვატ კოლეგა ანდრეი პლენკოვიჩთან ერთად ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური.
საელჩოს გახსნის ღონისძიებაზე ანსამბლმა „ჰერიომ” საქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ჰიმნები შეასრულა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრეთვე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები.
„დღეს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე. ამასთანავე, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი საელჩოს გახსნას და აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენს ელჩს კარგი გემოვნება ჰქონია, რადგან ფანტასტიკური ადგილი შეარჩია თვალწარმტაცი ხედით. ამასთანავე, ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა თქვენი გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, საელჩოს გახსნის შემდეგ ქართულ-ხორვატიული ურთიერთობები ახალ დონეზე გადავიდა. დღემდე საქართველო ხორვატიას უნგრეთიდან ფარავდა.
საქართველოს საელჩო ხორვატიაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხორვატიაში პირველი ვიზიტის მსვლელობისას, ორშაბათს ქვეყანაში საქართველოს საელჩოს იხსნება. 2007–2010 წლებში ხორვატიას საბერძნეთში გახსნილი საქართველოს საელჩო ემსახურებოდა, ხოლო 2010 წლიდან – საელჩო უნგრეთში. ხორვატიასაც არა აქვს საელჩო საქართველოში – ქვეყანა საბერძნეთში საელჩოთი სარგებლობს.
საქართველომ და ხორვატიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 1 თებერვალს დაამყარეს