თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საბერძნეთში ტყის ხანძრები კვლავ მძვინვარებს - თურქეთი მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად ორ სახანძრო თვითმფრინავ-ამფიბიას და ერთ შვეულმფრენს აგზავნის, განაცხადეს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ტყის მასშტაბური ხანძრები მთელ საბერძნეთს მოედო, აქედან ყველაზე საშიშია დასავლეთ ატიკაში, ქალაქ ლუტრაკას მახლობლად კორინთოს ყურეში და კუნძულ როდოსზე.
„პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მითითებით საბერძნეთში გაიგზავნება ორი სახანძრო თვითმფრინავი და ერთი სახანძრო ვერტმფრენი“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში Twitter-ში.
საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის გენერალურმა სამდივნომ ადრე განაცხადა, რომ ევროპული დახმარება საბერძნეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლაში იზრდება მას შემდეგ, რაც ათენმა ევროპის სამოქალაქო დაცვის მექანიზმს მიმართა.
ამგვარად, საბერძნეთის მოთხოვნას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა პოლონეთი (მიაწოდა 149 მეხანძრე და 49 მანქანა), რუმინეთი (შესთავაზა 40 მეხანძრე და ხუთი მანქანა) და სლოვაკეთი (შეთავაზა 31 მეხანძრე და 15 მანქანა).
ხანძრის შედეგები
2023 წლის ცხელი ზაფხულის შედეგები უკვე სახეზეა. ანომალურად მაღალი ტემპერატურის გამო ტყის ხანძრები საბერძნეთის გარდა გერმანიაშიც გაჩნდა.
საფრანგეთის რიგ მუნიციპალიტეტში, მოსალოდნელი გვალვის საფრთხის გამო, წყლის გამოყენებაზე შეზღუდვა დაწესდა, დაიხურა საქალაქო საცურაო აუზები.
ესპანეთში, ძირითადად იბერიის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, წყალმომარაგების შეფერხებებია, წყალსაცავების შევსების დონე საშუალოზე დაბალია მიმდინარე სეზონისთვის. ზოგიერთ ქალაქში შემცირებულია წყლის მოხმარება, რომელიც „სასიცოცხლოდ საჭიროს“ არ წარმოადგენს.