თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოში აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდების მე-12 დღეს ჩააბარეს ქიმიის გამოცდა და ასევე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდა, იუწყება გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, გამოცდები 26 ივლისს დასრულდება.
დღეს სესიაზე რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 91% მივიდა, ერთმა ადამიანმა დააგვიანა.
21 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდა ჩატარდება.
წელს რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, ყველა მათგანი კონდიციონერებითა და სხვა სათანადო ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი.
წელს საგამოცდო ცენტრი პირველად გაიხსნა რაჭაში, სადაც სესიას დაახლოებით 120 აბიტურიენტი აბარებს.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.