„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებულ მორიგ სიცრუეს, თითქოს რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება. ტენდერი, რომელსაც სიუჟეტში ტყუილის დამადასტურებელ ფაქტად იყენებენ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა თბილისის გასასვლელი გზის გაფართოებისთვის. ეს არის მონაკვეთი თბილისის გასასვლელიდან ნატახტრამდე", – ნათქვამია განცხადებაში.
„თბილისი–ნატახტრის მონაკვეთი აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის), ანუ ევროპული საერთაშორისო მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და არ წარმოადგენს რუსეთთან დამაკავშირებელ გზას, როგორც ამას სიუჟეტის ავტორები ამტკიცებენ", – აღნიშნულია განცხადებაში.
„ეს ემსახურება მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ინტერესებს", – აღნიშნულია განცხადებაში.